Monday 2 September 2013

ცისარტყელა როცა არ წვიმს–ანუ ‘ფლავერს ინ მაი ბრეინ’

სექტემბრის მშვიდი საღამოა და მე ვხედავ ფრინველებს.. რომელიც თბილ ქვეყნებში გასამგზავრებლად ემზადებიან..  დაისისას  ‘ალმაცერად’ მომზირალი მზის შუქი ხან თეთრად აფერადებს მათ ხანაც მუქფერად..
არის მომენტები როცა ძლიერ გბეზრდება ‘არაფრის კეთება’ და უნდა დაწერო.. დახატო.... თქვა..

ადამიანები იშვიათად არიან ბოლომდე ბედნიერები..   უფრო ნაღვლიანი არსებები არიან... ჩაძირულნი ‘ყოფის აუტანელ სიმსუბუქეში’
ვფიქრობ ეს ჩვენი მარად იდეალისტური დამოკიდებულების ბრალია.. იმ სტერეოტიბების და ლამაზი სიტუაციების რომლებიც ასე გვხიბლავს.. სანამ რაიმე მოხდება ასჯერ მაინც წარმოვიდგენთ წინასწარ.. სცენას ისე მოვრთავთ როგორც ჩვენ გაგვეხარდება.. და ველოდებით იმ  ნანატრ მომენტებს როცა ყველაფერს რეალობის საბურველი დაფარავს...
თუმცაღა რეალური ყოფა  ნაკლებად ითვალისწინებს ჩვენს ფანტაზიებს და ხშირად ისე ხდება რომ ყველაფერი სხვაგვარად გამოდის... ასეა ადამიანების შემთხვევაში სანამ ვინმეს კარგად გავიცნობთ ვაყალიბებთ მის ჩვენთვის სასურველ სურათხატს და ვცდილობთ ყველანაირად მოვარგოთ ის ჩვენი ‘გამოგონების’ ჩარჩოებს... ამაოდ და დაუღალავად გვინდა  შევცვალოთ ერთი მეორეთი.. ალქიმიკოსებს ვემსგავსებით, გვსურს რომ ჩვეულებრივი მეტალები ოქროდ ვაქციოთ..
ეს მტკივნეული და მელანქოლიურია... რადგან ვერცერთი მხარე ვერ იმარჯვებს და ადამიანზე ‘ორმაგი ტერაქტი’ ხორციელდება... ერთნი რომელთა შეცვლაც სურთ, საკუთარი თავით უკმაყოფილონი არიან... უკმაყოფილონი არიან მეორენიც რომლებიც ვერ ახერხებენ სხვების შეცვლას.. ეს ბუნების კანონივითაა.. უბრალოდ ხარ ისეთი როგორიც ხარ....

და ეს მუდმივაა... უსასრულობის მუდმივა...  იმ დღიდან იღებ სათავეს როცა პირველი ადამიანები გაჩნდნენ.. და ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდება...
და მანამდე იქნება ადმიანი დღის ბოლოს უსაზღვროდ მოწყენილი და მარტოსული.. სანამ არ მიიღებს სამყაროს, ადმიანებს და საკუთარ თავს ისეთს როგორიც არის.... (აი მე პირადათ ყველაზე მეტად საკუთარი თავის მიღება მიჭირს)
როგორ ვისურვებდი ამ ყოველივეს საკუთარი თავისთვისაც.. L
„მე ვისწავლე ვიგრძნო თავი კარგად

მაშინ როცა მართლა კარგად ვარ.“ (ბუკოვსკი)
დროებით...