Saturday 31 August 2013

ზაფხულის 'ჰოლოკოსტი' ანუ ბოლო'პოსტი

31 აგვისტოა.. ის დღე რომელიც ყველაზე ნაკლებად გინდა წარმოიდგინო 1 ივნისს.. ზაფხული სრულდება, სულ რამოდენიმე საათიღა დარჩა.. და მე მინდა დავწერო საუკეთესო ზაფხულის ბოლოზე... ^_^

აიი კერძოდ აგვისტოზე..  საინტერესო გამოვიდა.. ბევრი კარგი ლიტერატურა მქონდა წასაკითხად.. ნუ კუნდერას გამოვარჩევდი.. ის ჩემი ჩემი ზაფხულის აღმოჩენაა...
აგვისტოს ბოლო ტრადიციულად ჩემთვის ყველაზე ექსტრემალურმა და საყვარელმა თამაშმა, რა?სად?როდის? მა გაახალისა <3 ძალიან ძალიან საინტერესო თამაშებია <3 წელს არაჩვეულებრივ  'ნინოს გუნდში' ვთამაშობ..
დღეს ჩემი ზაფხულის ბოლოდ დღეა.. ორშაბათიდან სწავლა მეწყება..
დღემ არაჩვეულებრივად ჩაიარა... ^_^ მეტად სასიამოვნოდ... და ამ დღის მოგონებით მხოლოდ საუკეთესოდ გამახსენდება ეს ზაფხული <3

Wednesday 28 August 2013

რელიგია, ომი თუ მშვიდობა.

რელიგია.. ასოციაციურად სულიერ სიმშვიდის, ტოლერანტობუს შემწყნარებლობის განცდას იწვევს ჩემში...
ყოველშემთხვევაში არასდროს მინდოდა მეფიქრა რომ :"ყველა რელიგია დაფუძნებულია მრავალტა შიშზე და ცოტათა გამჭრიახობაზე"
პატარაობაში ვფიქრობდი რომ კომუნიზმი და რელიგია ანტონიმები იყო... კომუნიზმი ჩაკეტილი წრე.. საადაც ერთმანეთს პატივს არ სცემენ..
რელიგია კი პირიქით– გახსნილი დიალოგი.. და ურთიერთ პატივისცემა.//..
აქტიური მრევლი ვიყავი.. ეს ჩემი სულის აყვავების ხანა იყო.. საუკეთესო ხანა..
ეხლა თითქმის აღარ დავდივარ... თუმცა ვფიქრობ ეს ძიების პროცესიაა.. რაღაც მომენტში ახლოს ვიყავი ღმერთთან.. ახლაც ახლოს ვარ..  უბარლოდ არა'რელიგიურად.. ისე ჩემთვის.. სისულელეა ურწმუნობა, ადამიანს ეგ არასდროს გამოუვა...
"–ათეისტები, მოსაწყენი ხალხია, სულ ღმერთზე საუბრობენ" (ჰ. ბიოლი)
ღმერთს ყველგან ვეძებ და ყველგან ვხედავ.. ის ყველაფერშია... უბრალოდ დანახვაა მთავარი....
აი რელიგიას რაც შეეხებაა.. ბოლოს ვეღარ ვუგებთ ერთმანეთს.. :( კონკრეტულ რელიგიაზე არ ვსაუბრობ საერთოდ ვიძახი...
აშორებს ერთმანეთს ადამიანებს/.. არადა სამყარო მთლიანობაა.. ღმერთიც სწორედ სამყაროს წიაღის ძალაა.. რომელიც სულის გათავისუფლებით მიიღწევა.. გათავისუფლებით ყოველგვარი განსხვავებებისგან..
თუნდაც რელიგიური... ერთი მაგალითიც რომ ავიღოთ: ბევრი რელიგია კრძალავს გასხვავებული რელიგიის წარმ ომადგენელთან ქორწინებას...
ვოტა უცნაურია... მე მაინც იმ იდეის მომხრე ვარ ჯონ ლენონი რომ უმღეროდა.... 'imagine '
http://www.youtube.com/watch?v=yRhq-yO1KN8  რაღაცნაირად საერთო სიმღერაა... და ჩემი ჰიმნია ერთგვარი....

Sunday 11 August 2013

ლიტერატურული ჩანართი ფორმა 100'დან :)

ზამთარი იწურებოდა... ამ სუსუხს კი არა და არ უჩანდა ბოლო.. ხელებგაყინული დავაბიჯებდი თოვლიან ქუჩებში.. ყველაფერზე ვფიქრობდი რაც ჩემს გონებას სწვდებოდა.. მაგრამ მაინც ვერ გამეგო რა ხდებოდა ჩემს თავს.. დღეები ერთმანეთს სდევდა.. სევდა კი არ მტოვებდა, მხლართავდა თავის ლაბირინთებში.. უმოწყალოდ თელავდა ახალგაზრდობის ბედნიერ დღეებს.. ტოვებდა შავ კვალს, როგორც ჩემი ფეხსაცმელი თოვლზე.. იმედი, მზის სხივის მსგავსად არსად ჩანდა.. იმიტომ რომ იმ ერთადერთს ვეღარ ვხედავდი, ყველაფერს რომ ნიშნავდა ჩემთვის, ერთადერთი რაც მშველიდა ჩემი საყვარელი ბიბლიოთეკა იყო..
.ეს ამბავიც იქ დაიწყო.. ყოველ დილით ნასაუზმევს მივდიოდი და საღამომდე იქ ვრჩებოდი.. სამკითხველო დარბაზი დიდი და ცარიელი იყო.. გათბობის სისტემას კი მოძველებული აღარ ეთქმოდა, უფრო გაფუჭებულს თუ უწოდებდა კაცი.. კედლები ხავერდოვან მწვანედ იყო შეღებილი რაც ერთობ მყუდრო გარემოს ქმნიდა.. მე ერთი ადგილი მქონდა ამოჩემებული. შუა რიგში, კუთხეში ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან ვჯდებოდი.. საიდანაც ჩვეულებრივ ცივი ჰაერი შემოდიოდა.. არჩევანი დიდი იყო.. როგორც წიგნების ისე დასაჯდომი ადგილების, აქ ისეც არავინ დადიოდა და ამ სიცივეში ვინ შეიწუხებდა თავს წიგნის ფურცვლით.. დარბაზის ბოლოში ბიბლიოთეკარი იჯდა, ფეხებში გამათბობელი ედგა, პლედი ჰქონდა მოფარებული, განაცრისფერებულ თმებს ქუდით იფარავდა.. ამ მყუდროებაში ხშირად მომიკრავს თვალი მძინარესთვის..მე როგორც ნდობით აღჭურვილ პირს თავად მაძლევდნენ წიგნების საცავში შესვლის უფლებას.. ერთი წიგნის წაკითხვას საშუალოდ 2-3 დღეს ვანდომებდი.. იშვიათად დღეში ორსაც ვკითხულობდი.. საერთოდ დღემდე სქელტანიანი წიგნები მიზიდავს..
ცხოვრება ბარიკოს „აბრეშუმი“ს მსგავს თეთრი მუსიკის ფონზე აუმღვრევლად მიედინებოდა.. არც კარგი ხდებოდა, კონკრეტული ცუდითაც არ „მანებივრებდა“ ცხოვრება..
ხანდახან ქალბატონი ბიბლიოთეკარი
(რატომღაც სახელი არ ვიცოდი) სახლიდან თერმოსით წამოღებული ცხელი ყავით მიმასპინძლდებოდა.. თან რაღაც ამბებს  მიყვებოდა შორეული ახალგაზრდობიდან... ეს იყო ერთადერათი ადამიანური ურთიერთობა რომელიაც ამ ქვეყანასთან მაკავშირებდა.. დანარჩენ დროს წიგნის პერონაჟებთან ერთად ვატარებდი.. არ ვიცი ეს ძალიან მსიამოვნებდა, თავს ადამიანად ვგრძნობდი თქო ვერ ვიტყვი, აბა რაა წიგნის კითხვაში ადამინური, არც არაფერი, ზიხარ შენთვის და ფურცლებს ჩაჰკირკიტებ.. ხანდახან ფარდის ნახვრეტებიდან ქუჩაში ვიჭყიტებოდი.. ხალხი იშვიათად ჩანდა, ბიბლიოთეკა ერთერთი  ულამაზესი ქუჩის ჩიხში მდებარეობდა.. ან შეიძლება უბრალო ქუჩა იყო და მე მეჩვენებოდა გადასარევად.. მოკლედ როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის, ის გზა იყო რომელსაც საკუთარ თავთან მივყავდი. ზამთარი ნელნელა ფინიშისაკენ მიიწევდა.. თოვლმაც დნობა დაიწყო.. ხალხსაც ქუჩებში უფრო აქტიური სვლა დაეწყო.. ყველას რაღაც სიხარული ეტყობოდა.. ჩემთვის კი არაფერი იცვლებოდა, რა მნიშვნელობა ქონდა ზამთარი იყო თუ ზაფხული.. ცხოვრება მაინც ერთ ნოტაზე მიდიოდა.. ერთ დღესაც როცა მივედი და ჩვეულებისამებრ ჩემს ადგილას მოვკალათდი.. დარბაზის მეორე კუთხეში ერთ ფიგურას მოვკარი თვალი, თავიდან ვერ გავარჩიე ვინ იყო.. მერე კარგად დავაკვირდი ასე 25 წლამდე ბიჭი იყო. მოკლე ხაკისფერი ქურთუკი ეცვა,, პროფილს ვხედავდი.. რაღაც ძალიან დამაინტერესა, ჩემსკენ არც კი გამოუხედავს.. მერე ვითომდაც ბიბლიოთეკართან რაღაცის საკითხავად მივედი და გვერდით ჩავუარე.. მარკესის „მარტოობის 100 წელი“ს კითხულობდა.. ვიცანი წიგნი რამოდენიმეჯერ წამიკითხავს ადრე.. დიდათ არ მომწონდა.. უბრალოდ კითხვისაც ყველაფერი მავიწყდებოდა იმდენად მრავალფეროვანი ისტორიები იყო მოთხრობილი.. მოკლედ  ასე რამოდენიმე დღე გრძელდებოდა.. მერე უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევდი. ჩვეულ „რითმს“ დავუბრუნდი.. გაზაფხულმაც ნელნელა შემოაბიჯა ქალაქში.. თოვლის კვალი გაქრა.. ბუნება თეთრი საფარველისგან განთავისუფლდა...   გაზაფხულის ერთ დილას ქუჩები ნაირნაირად მოერთოდ.. ყველანი საზეიმოდ გამოწყობილიყვნენ.. ზოგს ნიღბებიც მოერგო.. მე კი ისევ შავ-თეთრი ზოლი დამყვებოდა თან.. ყოველთვის სისულელედ მიმაჩნდა მსგავსი აქტიურობა ხალხისგან.. მოკლედ მე კვლავ ჩემს სამყოფელს მივაშურე... ის ყმაწვილი კვლავ იქ იჯდა.. გავვოცდი.. არ მეგონა ჩემნაირები კიდევ თუ არსებობდნენ ამ ქვეყანაზე.. გართობას აქ ჯდომა რომ ერჩივნათ.. არა, მოცდა აღარ შეიძლებოდა.. მივედი და მის გვერდით სკამზე ჩამოვჯექი.. ახლა შელდონის „ანგელოზის რისხვა“ს კითხულობდა.. ეს კი ძალიან მიყვარდა.. და თემაც თვითონ შეირჩა, უნდა მესაუბრა ამ წიგნზე....
-მაიკლ მორეტიზე რა აზრის ხართ?-ეს კითხვა იმიტომ დავუსვი რომ წიგნს უკვე ამთავრებდა და წესით რაღაც შეხედულება უნდა ჩამოეყალიბებინა პერსონაჟებზე..
-აქ რატომ  მოხვედით რა სხვა საქმე არ გაქვთ?-საშინლად იმოქმედა ამ პასუხმა ჩემზე.
-უფლებას არ მოგცემთ თქვენი უარყოფითი აურით აქურობა მოწამლოთ!-ოჰ! ეს ჩემგან მამაცური ნაბიჯი იყო..-მგონი კითხვის დასმა ასე არ უნდა გაბრაზებდეთ, და თუ მაინც გაწყენინეთ დიდი ბოდიში.
ასე დამთვარდა ეს საუბარი.. გავეცალე და ჩემს ადგილს „კუდამოძუებული“ დავუბრუნდი.. ჩემისთანა გამოუცდელისათვის ადამიანთან ურთიერთობებში ეს ერთგვარი გაკვეთილი იყო, რომ უცხო ადამიანთან და მეტწილად ადამიანთან არ დამეჭირა საქმე..   იმ დღეს გადავწყვიტე გვიანობამდე დავრჩენილიყავი ბიბლიოთეკაში რათა დაწყნარებული ქუჩით წავსულიყავი სახლში.. თან მაინტერესებდა ის ვაჟბატონი როდის მიბრძანდებოდა სახლში.. ან საერთოდ თუ მიბრძანდებოდა, როცა მოვდიოდი და მივდიოდი აქ მხვდებოდა...იმ საღამოს დავაპირე უკან გავყოლოდი... და ასე 8 საათი იქნებოდა. გარეთ სასიამოვნო სითბოს დაესადგურებინა.. ის ჩემი სახლის გზის საპირისპიროდ წავიდა.. მე ყველანაირად ვცდილობდი შეუმჩნევლად გავყოლოდი.. ორი ქუჩა გადავკვეთეთ და შემდეგ ის ერთ ბარში შევიდა.. ოღონდ არა ჩვეულებრივ არამედ უკანა კარიდან.. მერე ფანჯარას მივუახლოვდი და დავინახე რომ წინსაფარი ეკეთა და ჭურჭელს რეცხავდა.. აქ მუშაობდა სავარაუდოდ.. ,მერე ირგვლივ მიმოვიხედე და აღმოვაჩინე რომ აქ არასდროს ვყოფილვარ.. არცერთი ქუჩა არ მეცნო.. არც საგზაო ნიშნები.. ცხადი იყო დავიკარგე.. და იმ უკანა კართან ჩამოვჯექი ბორდიურზე..  ასე 11 საათი ხდებოდა რომ გამოვიდა.. მე არც ველოდი ასე მალე.. ვერ შევნიშნე სანამ გაოცებული ჩემს წინ არ დაიხარა:
-თქვენ? აქ რას აკეთებთ?
-დასანანია.. მეორედ გელაპარაკებით და იგივეს მეუბნებით „აქ რას აკეთებთ“.. ხო საქმე არ მაქვს,  უკან გამოგყევით და დავიკარგე..-მორიგი შემოტევისთვის მოვემზადე.
-ოჰ ღმერთო ამ სიცივეში ალბათ გაიყინეთ? როგორ არ შემოხვედით..-რას არ ველოდი და ასეთ რბილ პასუხს არა..-შევიდეთ კაფეში.. ყავა დავლიოთ..
და ამ შემთხვევისათვის რაღაც უცნაური ნდობით გავყევი კაფეში.. სხვა გზა არც მქონდა გზა ამებნა..
-დიდი ბოდიშით იმ დღინდელი უკმეხი პასუხისათვის.. საერთოდ ასეთი უჟმური ხასიათის გამო მეგობრები არ მყავს..  და ხალხთან ურთიერთობასაც ვერიდები...-როგორ მაგონებდა ეს აღწერა ჩემს თავს..
- არაუშავს უკვე გაპატიეთ.. მეც დიდათ არ განვსხვავდები თქვენს მიერ „დახატული“ ტიპისგან..
-ისე მაიკლ მორეტიზე არც ისე კარგი აზრისა ვარ.. ნუ თავიდან დიდად მესიამპათიურა მაგრამ ბოლოს..
-ხო.. მე ძალიან მომწონს ე.წ. მაფიოზური იტალიელები მაგრამ ამ შემთხვევაში ბოლოს მეც სრულიად განვიხიბლე..
- რახან რამოდენიმე წინადადება გავცვალეთ იქნებ სახელებიც გაგვემხილა ერმანეთისათვის.. მე დათო ვარ..
-აჰ სასიამოვნოა მე ანა..
-აბა ძვირფასო ანა რითი დავიმსახურე ეს ყურადღება რომ უკან გამომყევით?
-იცით დღეს ნაკლებად მოიძებნებიან ადამიანები, ბიბლიოთეკებში რომ ათენ-აღამებენ.. და თან მთელი ეს დრო მარტო ვეჯექი ბიბლიოთეკის კუთხის მაგიდას.. და თქვენ რომ გამოჩნდით დიდათ დავინტერესდი...-დათოს გაეღიმა..
-და გზის აბნევასაც არ შეუშინდით..
-ხო.. უკვე ძალიან გვიანია.. თუ არ მოგაცდენთ იქნებ შინ გამაცილოთ?
-დიდი სიამოვნებით თქვენობით თუ აღარ მომმართავთ...
-ხო რათქმაუნდა.. და თქვენ.. შენც ამას გთხოვ..
-მშვენიერია აბა საით მივდივართ?
........................................................................
იმ საღამომ მშვენივრად ჩაიარა.. მეორე დილას რაღაც სულელურად და უჩვეულოდ ველოდი.. დილით სარკის წინაც კი ვიტრიალე და ცოტა ადრიანად მივედი  ბიბლიოთეკაში.. ჯერ არ მოსულიყო.. დანტეს  „ღვთაებრივი კომედია“ გამოვიტანე და მაგიდასთან ჩავუჯექი..  უკვე შუადღე ხდებოდა რომ მიმოვიხედე. ჩემი მეგობარი არსადად  ჩანდა.. ვიფიქრე ალბათ რაიმე საქმე გამოუჩნდა თქო..საღამოს ადრე წავედი.. შემდგომ დღეებშიც მსგავსი სიტუაცია განმეორდა.. მერე გადავწყვიტე იქ მივსულიყავი სადაც მუშაობდა.. დიდი ჯახირის მერე მივაგენი.. გავბედე და ვიკითხე.. მიპასუხეს მსგავსი არავინ მუშაობსო.. იმედგაცრუებული და კითხვებით აღვსილი წამოვედი..უკვალოდ გაქრა... ბიბლიოთეკაში აღარ ჩანდა.. ერთ დღესაც ბიბლიოთეკართან მივედი და ვთხოვე იქნებ მისი ზუსტი სახელი ან რაიმე ინფორმაფია ეთქვა, სამწუხაროდ ანკეტა არ შეუვსია და არც სახელი უკითხავთ.. ღმერთო რა უპასუხისმგებლობაა... არა მხოლოდ საკუთარ თავზე ვბრაზობდი.. რომ „ავეკიდე“ ამ ადამიანს. ხო ასე გამოდის.. იყო და აღარ არის.. გაზაფხულიც სულელურად გავიდა.. ზაფხულიც.. შემოდგომაც..და კვლავ დაზამთრდა.. იმ დღიდან მხოლოდ ამ დროს ვგრძნობ.. სითბოს შეგრძნება დავკარგე.. მზისაც.. მხოლოდ ბოლო თოვლის დროს მითბება ხელები ერთი დღით.... ადრე გაზაფხულამდე...
P.S. ხანდახან ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში მცირე ხნით შემოაბიჯებენ და ძალიან დიდ კვალს ტოვებენ.. ეს შემთხვევაც მსგავსია.. რადგან არასდროს ვიცით რა ხდება.. იმასაც ვერ ვიგებთ ხოლმე რა მოხდა.. ჩვენ ადამიანები მარადიული გაურკვევლობისა და ნაღველისთვის ვჩნდებით.. და კიდევ მარტოობისათვის...’რათა მარტოობა არ იყოს მარტო’

მარიამ მუთიძე
2012 წლის 07 09, პარასკევი
23:53

P.S.  2:44 

Thursday 8 August 2013

ინტერვიუ საკუთარ თავთან.

ვიწყებ–  დიეტას ყოველდღიურად J
ვჭორაობ– არ ვჭორაობ.
ვეძებ– ჩემი ოთახისთვის წიგნის თაროებს.
ვგრძნობ– სუნამოს სურნელს.
ვდარდობ– რომ არ იშოვება ისეთი წიგნებბი რომელთა კითხვაც უშუქოდაც შეიძლება.
ვემალები– კონტროლიორებს.
ვიცი რომ– ‘გახსოვს კვლავ ჩვენი დრო ჩემი ხმა’ J
მწამს – სამყაროს შემოქმედის.
არ მაინტერესებს– ვიზუალური არსი.
ვკარგავ– ჭკუას ლედ ზეფელინზე და გოგი გვახარიაზე J
მიკვირს– როგორ არ მოსწონთ ხოლმე კარგი მუსიკა.
მახსოვს– ყოველი განთიადი რომლის მომსწრეც ვარ.
უარვყოფ– ყოველგვარ ძალადობას.
ვინახავ– ჯუჯა ჭადრის გამხმარ ფოთლებს.
ვივიწყებ– კომუნიზმს.
შემიძლია– ჭურჭლის რეცხვა (კარგად)
მენანება– ის ადამიანები რომლებიც რეჟიმს შეეწირნენ.
მეშინია– იმ წამისა როცა სიკვდილი მოვა.
ვტირი– როცა თანავუგრძნობ.
ვემტერები–არავის და არაფერს (პაცეფისტი ვარ)
ვპატიობ– იოლად, უფრო ნამდვილ ადამიანებს.
ვიცინი– ხშირად უმიზეზოდ.
ვნატრობ–არ არსებბობდეს  კლიშეები და საზოგადოებას შეეძლოს თავისუფლად, ტოლრანტულად თანაცხოვრება.
მიხარია– ბედნიერი თვალების დანახვა, და კიდევ როცა ყავა გემრიელი გამოდის.
მაინტერესებს– ბრაილის შრიფტი, სწავლა მინდა.
ვერიდები– კონფლიქტურ სიტუაციებს.
ვუხეშობ როცა– კომუნიზმს ამართლებენ.
ვუსმენ– საუკეთესოს–როკს, ჯაზს, კლასიკას, ეს დიდი ბედნიერებაა!
ვხარჯავ– ფულს წიგნებში და ყავის დასალევად.
ვყოყმანობ– ხსნადი თუ ნალექიანი.
ვკითხულობ– ვკითხულობ და ვკითხულობ.. J
მძულს– არავინ, მაგრამ სტალინი და კომუნიზმი, საერთოდ იდეოლოგიური მმათველობა, გულით მეცოდება!
მწყინს როცა– ჯეროვნად ვერ აფასებენ ნამდვილ შემოქმედებას.
მსიამოვნებს– გოგი გვახარიას სმენა.. და ჩემს ოთახში ყოფნა,,
მენატრება– დეიდა და დეიდაშვილი...
ვკამათობ– მუსიკაზე..
მიყვარს– ცა
ვოცნებობ– ვაცლავ ჰაველზე–საქართველოსთვის, და ბაიერნის მატჩზე ან ვარჯიშზე დასწრებაზე.
ვეჭვიანობ– შეიძლება ითქვას..
ვალამაზებ– ძველ ნივთებს,,,(ჩემი გაგებით)
დავცინი–საკუთარ თავს.
ვაიგნორებ– ჩემში არაჯანსაღ აზრს და მიდგომას.
ვიტყუები– კონტროლიორებისგან თავის დასაღწევად.
მსურს– მშვიდობა მთელს მსოფლიოში.
გირჩევთ– არაფერს.. თვითონ უკეთ გადაწყვეტთ რა არის უკეთესე J
გისურვებთ– ომის დამთავრებას...

Wednesday 7 August 2013

ფორმა 100

ცხოვრება ერთი დიდი ტრადიციაა, რომელსაც ყოველ დილით გაღვიძებისთანავე ვასრულებთ და საღამოსაც ტრადიციულად ვიძინებთ.  ამ ტრადიციის ზეიმში ჩვენ ყველას რაღაც პირადი ტრადიციებიც გაგვაჩნია, რომელთაც თითქოსდა მალულად, სხვებისგან ფარულად  ვიცავთ. არ ვაძლევთ ვინმეს მასში ჩარევის უფლებას. მე არ ვსაუბრობ  მაზოხისტურ, პარანოიულ, და სხვა მსგავს სულელურ ტრადიციებზე. მე უფრო მნიშვნელოვან, პატარა ჩვენებურობებზე ვამბობ, რომლითაც საკუთარ თავს ვაყალიბებთ. მაგალითად მსგავსი ტრადიციაა, ყოველ დილით ჩაის ერთი და იმავე ჭიქიდან დალევა, ანდა ერთი და იმავე მარშრუტით მგზავრობა შინიდან სამსახურში თუ სასწავლებელში. მოკლედ მე ჩემი ყოვლად პაციპისტური  ცხოვრების მანძილზე დავასკვენი რომ ამ პატარა ჩვეულებების დარღვევა მეტად ცუდათ იასახება ჩვენს ფსიქიკაზე: კერძოდ მე ერთ ფაქტთან შევჩერდები, რომლის გახსენებაც ჩემს ერთ ნახევარს ავსებს, მეორეს კი აცარიელებს.  ნუ ამას გადანაცვლებას ვუწოდებ რადგან ჩვენ არასდროს ვართ ხოლმე ბოლომდე სავსენი ან ცარიელნი, უბრალოდ ამის საშუალებას არ ვაძლევთ თავს.
მოკლედ მე ერთი კლოუნი ვარ.ჩემი ამჟამინდელი საქმიანობა არაფერ კავშირშია ჩემს პიროვნებასთან.. თუმცაღა პატარაობიდან კლოუნები ყველაზე  ნაღვლიანი ხალხი მეგონა, მეგონა რა ამას ყველა სხვა ცხვირმოუწმენდავზე ადრე მივხვდი. რადგან მე ვერასდროს ვხედავდი რა ეცვა ადამიანს,  როგორ გამოიყურებოდა რომელი ნაკვთი ამშვენებდა და პირიქით. მე ადამიანს ყოველთვის თვალებში ვუყურებდი, და დღემდე ამით შემიძლია ამოვიცნო ადამიანი, თავისი ნათელი თუ ბნელი კუთხეებით. მოკლედ ყოველთვის მინდოდა რაიმე ისეთი საუშაო მეპოვა, სადაც ჩემს საქმეს გავაკეთებდი, არავინ შემაწუხებდა და ხელფასსაც დროულად ავიღებდი. თუნდაც ეს სამუშაო მღებაობა ან ჭურჭლის მრეცხაობა ყოფილიყო, მაღალ ეშელონებზე ასვლა არასდროს მდომებია..  და  დღემდე იმ აზრზე ვრჩები რომ  ამისთვის ხანმოკლე ცხოვრების გალევა დიდი სისულელეა.
 ჩემს ჩვეულებას რაც შეეხება იმას გეტყვით რომ იყო დრო მე მისით ვცხოვრობდი. ქალაქი სადაც  ცხოვრების პირველი, ჩემს მიერ ადრეულ პაციპისტურად მონათლული ეტაპი გავატარე, ზღვის პირას მდებარეობდა რის გამოც ზაფხულობით ტურისტები, პირადათ ჩემთვის ყელში ამოსვლამდე ბევრი ჩამოდიოდნენ. ამ დროს ადგილობრივები ქალაქგარეთ მიდიოდნენ და მათ იქ ნაკლებად შეხვდებოდით. მე კი სამწუხაროდ მსგსვსი ადგილი არ მქონდა ამიტომ საყვარელ ქალაქს ისეთს ვიღებდი როგორიც იყო. ძალიან კი მიყვარდა, მაგრამ დამერწმუნეთ ჩემნაირებს, ანუ პატარა ახალგამომცხვარ ქალაქის, მოქალაქეებს ნამდვილად არ სიამოვნებთ ხალხით, და მით უმეტეს უცხოელებით გადაჭედილ ქუჩებში სიარული.ეს სულ სხვა რამაა მაგრამ გამოგიტყდებით, ერთგვარი მესაკუთრე გახლავართ, არ მიყვარს ჩემს პირადს სხვა რომ ეხება.  ხოდა კიდევ შორს რომ არ წავიდეთ კაფეზე მოგითხრობთ რომელიც ჩემი ქალაქის ჩემს უსაყვარლეს კუთხეში მდებარეობდა, ნუ შეიძლება ახლაც მდებარეობს, ადგილი სადაც მე საკუთარ თავს ისეთს ვგრძნობდი როგორიც ვარ. არ მიყვარდა იქ ვინმე რომ მიმყვებოდა.. ნუ იშვიათად ხდებოდა ასე მაგრამ მაინც.  ჩემს კაფეში მარტო მივიდოდი, მიმტანებმა და ბარმანმა ყოველთვის იცოდნენ რომ თურქულ ყავას მოვითხოვდი და მენიუ აღარ მოჰქონდათ, ვინმე ახალი თუ იქნებოდა ისიც მალე ეჩვეოდა ამას. ყოველთვის ორ ადგილიან მაგიდასთან                                          ვჯდებოდი, არ მინდოდა ბევრი ადგილი წამერთმია იქაურობისთვის.. ძალიან მიყვარდა როცა მაგიდა ფანჯარასთან ცარიელი იყო, სულ იქ ვიჯექი, ასე ზამთრობით უფრო ხშირად ხდებოდა, რადგან როგორც წინ ვთქვი ზაფხულში ბუმი იყო! მოკლედ ყავა მოჰქონდათ, როგორც ყოველთვის კარგი მუსიკა ჟღერდა, მე კი ამოვალაგებდი ჩემს წიგნებს, რვეულებს ფურცლებს, პასტას, და მივეცემოდი ღრმა ლიტერატურას. ეს პროცესი ნარკოტიკისებრ სიამოვნებას მგვრიდა. საათობით შემეძლო ასე ჯდომა.. ამ დროს საკუთარ თავს ადამიანად ვგრძნობდი, რადგან შემეძლო კაფეში მარტოს ყავა დამელია და ჩემი საყვარელი ავტორები მეკითხა, ან რაიმე დამეწერა
. მახსოვს იქ ერთი მიმტანი მუშაობდა.. სახელი აღარ მახსენდება.. ვსაუბრობდით ხოლმე ლიტერატურაზე.. თუმცა ეს ხანმოკლე აღმოჩნდა მან მალე დატოვა იქაურობა.., მე კი ვერ ვძლებდი ჩემი მკაფეს გარეშე კვირაში რამდენჯერმე თუ არა ერთხელ მაინც მივდიოდი, ნაცნობ სახეებს ვესალმებოდი, ეს ჩემი ტრადიცია იყო!  რომელიც ქალაქთან ერთად დავტოვე..
ძალიან მიჭირდა და გადავწყვიტე აქ ჩემს ახალ ქალაქშიც მომეძებნა მსგავსი ადგილი და ტრადიცია აღმედგინა, ან უფრო სწორად ბედნიერება.. ერთი კვირის მანძილზე ქალაქის თითქმის ყველა კაფე შემოვიარე, თუმცა ვერსად შევძელი გამემეორებინა ჩემი რიტუალი..
 და მე გამოსავალი ვიპოვე.. ჩემი სევდა, გამოწვეული უტრადიციობით-ტრადიციად ვაქციე. ახლა  ყოველ ოთხშაბათს და შაბათს იმ ქუჩას ჩავუვლი სადაც ყველაზე მეტი კაფეა.. არცერთში არ შევდივარ.. გარედან ვუყურებ და ჩემს ნაღველთან ერთად  მივაბიჯებ სევდის ქუჩებზე...
მარიამ მუთიძე
2012 წლის 25 08
20:37