Saturday 14 December 2013

მარკ ლევი 'მომავალ შეხვედრამდე'

უკვე დროა რაღაც დავწერო ამ წიგნზე.. <3 რაგდან კარგა ხანია დავამთავრე კითხვა და ემოციები ჩემში ცოთატი მინელდა.. ვფიქრობ ახლა უკეთესი დროა.. ვიდრე მაშინ როცა წიგნის კითხვას მოვრჩი და დასაწყისს დავუბრუნდი...

წინადღით დედაჩემს ვათხოვე წიგნი.. მანამდე ბევრი ვილაპარაკე თუ როგორ მომეწონა.. რომ არაჩვეულებრივი ამბავი იყო გადმოცემული ძალიან მკარგი ენით (თარგმანსაც ვერაფერს დაუწუნებს კაცი )... დედაჩემი შუა კითხვის პროცესში იყო.. როცა წიგნი დახურა და მითხრა.. –შენთვის ყოფილა ზუსტად ეს წიგნი.. მხატრები, მუსიკა, კაფეები...
მე იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები ვინც ფიქრობს რომ ბევრი არაფერი ესმის ირგვლივ არსებული  მდგომარეობაზე.. პლუს ამას მჯერა უხილავი სამყაროსი და შემოქმედების... რომელიც უძლებს დროს.. უკვდავი სულების.. რომლებიც დიდ ენერგიას ატარებენ.. და მრავალი სიცოცხლის მანძილზე ინარჩუნებენ სასიყვარულო კავშირებს..
ეს არის ამბავი, რუს მხატვარზე.. მასზე უზომოდ შეყვარებულ წყვილზე,, რომელთა ამბავიც დიდი ხნის წინ დაიწყო..
არ ვაპირებ სიუჟეტის მოყოლას.. რაგდან ვერაფრით გადმოვსცემ ისეთი სახით როგორაც მარკ ლევის უწერია.. თუ მოისურვეთ და წაიკითხავთ..მეტად სასიამოვნოდ გაატარებთ დროს...
"როდესაც შენ გარდაიცვალე, დიდი ხის ქვეშ დაგაწვინე, ნახატი სხვენში დავმალე, შენ გვერდით დავწექი და დავიცადე სანამ სიცოცხლემ მეც არ დამტოვა. ეს იყო ერთი ღა მე უშენოდ გატარებული, სწორედ მაშინ დავდე ფიცი, რომ ყოველთვის მეყვარებოდი, სიკვდილის შემდეგაც და სადაც არ უნდა ყოფილიყავი, ყველგან მოგაგნებდი" 

http://myhit.ge/index.php?FID=1&id=1010 ეს ფილმია 'საით მივყავართ ოცნებებს'.. ძალიან მიყვარს.. წიგნთან საერთო აქვს მგონი საკმაოდ.. <3 სასიამოვნო კითვის პერიოდს გისურვებთ! :*

Thursday 12 December 2013

თოვლიანი და უშუქო ბლოგი.. ანუ რომ არ დამეწერა არ შემეძლო.. :)

ბათუმი 2013 წელი.. ზამთარი.. არა. ვაიი ზამთარი!
წელს ჩანს ზამთრის 'ფერიამ' ადრიანად მოგვინახულა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნაცვლად მხოლოდ ცივი ციკლონნი გვერგო აღმოსავლეთ 'ევროპის მაცხოვრებლებს..
* 3 დღეზე მეტია სახლიდან არ გავსულვარ.. მიუხედავად იმისა რომ ჰოროსკოპით მოხეტიალე ვარ, თოვლმა შეძლო და სახლში გამომაწყვდია :დ :დ
ნეტა ეს გვეკმარა... ! ელექტრო ენერგია ფაფუ! არ მოეწოდებოდა ჩვენს რეგიონს.. იმისდაგამო რომ ყველა ელემენტიანი მოწყობილობა სამუშაო რეჟიმს მიღმა იყო მოწყენილობის პიკს მივაღწიე...
მოკლედ რაც თუ რამ რომანტიზმი იყო ჩემში მოვიკრიბე, ჩემი ძვირფასი წიგნები შემოვიხვიე და 'კარმას ძირში სანთელთან ერთად ჩავუჯექი ყველაზე 'სახლიდან გასვლის გარეშე მამოგზაურებელ საქმიანობას..... ჩაი ჩაი და ნარინჯისფერი ციტრუსი მიხალისებდა დღეებს..
შიგადაშინ ხან ქსოვა გავიხსენე.. ხან კერვა.. (ეს უკნასკნელი შემდგომი დასალაგებელი მიდამოს პერსპექტივის არ ნდომის გამო გადავიფიქრე :დ )
* არა ფაქტია თოვლი მიყვარს.. თუ ხელს არ მიშლის ხოლმე.
წუხელ  მშვენიერი ღამე იყოო.. ^_^ ირგვლივ ისეთ საოცარ თეთრი შუქს აფრქვევდა თოვლი.. გული მომილბა და გარეთ გავედი.. ფაფუკი თოვლი იყო.. ჩვენი ქალაქისათვის შეუფერებელი... სიჩუმე.. ასეთი ღამეები რაღაც ჯადოსნურის რწმენით გვავსებს..
* ახლა ისე მცივა, თითები მიმეყინება მგონი კლავიატურაზე..:დ მიჭირს წარმოდგენა რომ ოდესმე დათბება..
მოკლედ ძალიან ბევრი ვლანძღე ეს დღეებია თოვლი და უშუქობა.. ხან მთავრობას ვაბრალე.. ხან საბაზრო მაფიას..
მაგრამ ფაქტია.. ზამთარია.. და თოვლი...–მშვენიერია..
პოსტის წერას ვასრულებ იმედით რომ ელ'ენერგია არ წავა.. :დ
გისურვებთ.. სითბოს.. იქნება ეს ბუხრის, ელ'ღუმელის.. კარმას თუ საყვარელი ადამიანისგან მომდინარე <3 ^_^
http://www.youtube.com/watch?v=s3JjU4LWFM8 ლინკზე ერთი ჯადოსნური ნაწარმოებია.. <3

Monday 2 September 2013

ცისარტყელა როცა არ წვიმს–ანუ ‘ფლავერს ინ მაი ბრეინ’

სექტემბრის მშვიდი საღამოა და მე ვხედავ ფრინველებს.. რომელიც თბილ ქვეყნებში გასამგზავრებლად ემზადებიან..  დაისისას  ‘ალმაცერად’ მომზირალი მზის შუქი ხან თეთრად აფერადებს მათ ხანაც მუქფერად..
არის მომენტები როცა ძლიერ გბეზრდება ‘არაფრის კეთება’ და უნდა დაწერო.. დახატო.... თქვა..

ადამიანები იშვიათად არიან ბოლომდე ბედნიერები..   უფრო ნაღვლიანი არსებები არიან... ჩაძირულნი ‘ყოფის აუტანელ სიმსუბუქეში’
ვფიქრობ ეს ჩვენი მარად იდეალისტური დამოკიდებულების ბრალია.. იმ სტერეოტიბების და ლამაზი სიტუაციების რომლებიც ასე გვხიბლავს.. სანამ რაიმე მოხდება ასჯერ მაინც წარმოვიდგენთ წინასწარ.. სცენას ისე მოვრთავთ როგორც ჩვენ გაგვეხარდება.. და ველოდებით იმ  ნანატრ მომენტებს როცა ყველაფერს რეალობის საბურველი დაფარავს...
თუმცაღა რეალური ყოფა  ნაკლებად ითვალისწინებს ჩვენს ფანტაზიებს და ხშირად ისე ხდება რომ ყველაფერი სხვაგვარად გამოდის... ასეა ადამიანების შემთხვევაში სანამ ვინმეს კარგად გავიცნობთ ვაყალიბებთ მის ჩვენთვის სასურველ სურათხატს და ვცდილობთ ყველანაირად მოვარგოთ ის ჩვენი ‘გამოგონების’ ჩარჩოებს... ამაოდ და დაუღალავად გვინდა  შევცვალოთ ერთი მეორეთი.. ალქიმიკოსებს ვემსგავსებით, გვსურს რომ ჩვეულებრივი მეტალები ოქროდ ვაქციოთ..
ეს მტკივნეული და მელანქოლიურია... რადგან ვერცერთი მხარე ვერ იმარჯვებს და ადამიანზე ‘ორმაგი ტერაქტი’ ხორციელდება... ერთნი რომელთა შეცვლაც სურთ, საკუთარი თავით უკმაყოფილონი არიან... უკმაყოფილონი არიან მეორენიც რომლებიც ვერ ახერხებენ სხვების შეცვლას.. ეს ბუნების კანონივითაა.. უბრალოდ ხარ ისეთი როგორიც ხარ....

და ეს მუდმივაა... უსასრულობის მუდმივა...  იმ დღიდან იღებ სათავეს როცა პირველი ადამიანები გაჩნდნენ.. და ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდება...
და მანამდე იქნება ადმიანი დღის ბოლოს უსაზღვროდ მოწყენილი და მარტოსული.. სანამ არ მიიღებს სამყაროს, ადმიანებს და საკუთარ თავს ისეთს როგორიც არის.... (აი მე პირადათ ყველაზე მეტად საკუთარი თავის მიღება მიჭირს)
როგორ ვისურვებდი ამ ყოველივეს საკუთარი თავისთვისაც.. L
„მე ვისწავლე ვიგრძნო თავი კარგად

მაშინ როცა მართლა კარგად ვარ.“ (ბუკოვსკი)
დროებით...

Saturday 31 August 2013

ზაფხულის 'ჰოლოკოსტი' ანუ ბოლო'პოსტი

31 აგვისტოა.. ის დღე რომელიც ყველაზე ნაკლებად გინდა წარმოიდგინო 1 ივნისს.. ზაფხული სრულდება, სულ რამოდენიმე საათიღა დარჩა.. და მე მინდა დავწერო საუკეთესო ზაფხულის ბოლოზე... ^_^

აიი კერძოდ აგვისტოზე..  საინტერესო გამოვიდა.. ბევრი კარგი ლიტერატურა მქონდა წასაკითხად.. ნუ კუნდერას გამოვარჩევდი.. ის ჩემი ჩემი ზაფხულის აღმოჩენაა...
აგვისტოს ბოლო ტრადიციულად ჩემთვის ყველაზე ექსტრემალურმა და საყვარელმა თამაშმა, რა?სად?როდის? მა გაახალისა <3 ძალიან ძალიან საინტერესო თამაშებია <3 წელს არაჩვეულებრივ  'ნინოს გუნდში' ვთამაშობ..
დღეს ჩემი ზაფხულის ბოლოდ დღეა.. ორშაბათიდან სწავლა მეწყება..
დღემ არაჩვეულებრივად ჩაიარა... ^_^ მეტად სასიამოვნოდ... და ამ დღის მოგონებით მხოლოდ საუკეთესოდ გამახსენდება ეს ზაფხული <3

Wednesday 28 August 2013

რელიგია, ომი თუ მშვიდობა.

რელიგია.. ასოციაციურად სულიერ სიმშვიდის, ტოლერანტობუს შემწყნარებლობის განცდას იწვევს ჩემში...
ყოველშემთხვევაში არასდროს მინდოდა მეფიქრა რომ :"ყველა რელიგია დაფუძნებულია მრავალტა შიშზე და ცოტათა გამჭრიახობაზე"
პატარაობაში ვფიქრობდი რომ კომუნიზმი და რელიგია ანტონიმები იყო... კომუნიზმი ჩაკეტილი წრე.. საადაც ერთმანეთს პატივს არ სცემენ..
რელიგია კი პირიქით– გახსნილი დიალოგი.. და ურთიერთ პატივისცემა.//..
აქტიური მრევლი ვიყავი.. ეს ჩემი სულის აყვავების ხანა იყო.. საუკეთესო ხანა..
ეხლა თითქმის აღარ დავდივარ... თუმცა ვფიქრობ ეს ძიების პროცესიაა.. რაღაც მომენტში ახლოს ვიყავი ღმერთთან.. ახლაც ახლოს ვარ..  უბარლოდ არა'რელიგიურად.. ისე ჩემთვის.. სისულელეა ურწმუნობა, ადამიანს ეგ არასდროს გამოუვა...
"–ათეისტები, მოსაწყენი ხალხია, სულ ღმერთზე საუბრობენ" (ჰ. ბიოლი)
ღმერთს ყველგან ვეძებ და ყველგან ვხედავ.. ის ყველაფერშია... უბრალოდ დანახვაა მთავარი....
აი რელიგიას რაც შეეხებაა.. ბოლოს ვეღარ ვუგებთ ერთმანეთს.. :( კონკრეტულ რელიგიაზე არ ვსაუბრობ საერთოდ ვიძახი...
აშორებს ერთმანეთს ადამიანებს/.. არადა სამყარო მთლიანობაა.. ღმერთიც სწორედ სამყაროს წიაღის ძალაა.. რომელიც სულის გათავისუფლებით მიიღწევა.. გათავისუფლებით ყოველგვარი განსხვავებებისგან..
თუნდაც რელიგიური... ერთი მაგალითიც რომ ავიღოთ: ბევრი რელიგია კრძალავს გასხვავებული რელიგიის წარმ ომადგენელთან ქორწინებას...
ვოტა უცნაურია... მე მაინც იმ იდეის მომხრე ვარ ჯონ ლენონი რომ უმღეროდა.... 'imagine '
http://www.youtube.com/watch?v=yRhq-yO1KN8  რაღაცნაირად საერთო სიმღერაა... და ჩემი ჰიმნია ერთგვარი....

Sunday 11 August 2013

ლიტერატურული ჩანართი ფორმა 100'დან :)

ზამთარი იწურებოდა... ამ სუსუხს კი არა და არ უჩანდა ბოლო.. ხელებგაყინული დავაბიჯებდი თოვლიან ქუჩებში.. ყველაფერზე ვფიქრობდი რაც ჩემს გონებას სწვდებოდა.. მაგრამ მაინც ვერ გამეგო რა ხდებოდა ჩემს თავს.. დღეები ერთმანეთს სდევდა.. სევდა კი არ მტოვებდა, მხლართავდა თავის ლაბირინთებში.. უმოწყალოდ თელავდა ახალგაზრდობის ბედნიერ დღეებს.. ტოვებდა შავ კვალს, როგორც ჩემი ფეხსაცმელი თოვლზე.. იმედი, მზის სხივის მსგავსად არსად ჩანდა.. იმიტომ რომ იმ ერთადერთს ვეღარ ვხედავდი, ყველაფერს რომ ნიშნავდა ჩემთვის, ერთადერთი რაც მშველიდა ჩემი საყვარელი ბიბლიოთეკა იყო..
.ეს ამბავიც იქ დაიწყო.. ყოველ დილით ნასაუზმევს მივდიოდი და საღამომდე იქ ვრჩებოდი.. სამკითხველო დარბაზი დიდი და ცარიელი იყო.. გათბობის სისტემას კი მოძველებული აღარ ეთქმოდა, უფრო გაფუჭებულს თუ უწოდებდა კაცი.. კედლები ხავერდოვან მწვანედ იყო შეღებილი რაც ერთობ მყუდრო გარემოს ქმნიდა.. მე ერთი ადგილი მქონდა ამოჩემებული. შუა რიგში, კუთხეში ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან ვჯდებოდი.. საიდანაც ჩვეულებრივ ცივი ჰაერი შემოდიოდა.. არჩევანი დიდი იყო.. როგორც წიგნების ისე დასაჯდომი ადგილების, აქ ისეც არავინ დადიოდა და ამ სიცივეში ვინ შეიწუხებდა თავს წიგნის ფურცვლით.. დარბაზის ბოლოში ბიბლიოთეკარი იჯდა, ფეხებში გამათბობელი ედგა, პლედი ჰქონდა მოფარებული, განაცრისფერებულ თმებს ქუდით იფარავდა.. ამ მყუდროებაში ხშირად მომიკრავს თვალი მძინარესთვის..მე როგორც ნდობით აღჭურვილ პირს თავად მაძლევდნენ წიგნების საცავში შესვლის უფლებას.. ერთი წიგნის წაკითხვას საშუალოდ 2-3 დღეს ვანდომებდი.. იშვიათად დღეში ორსაც ვკითხულობდი.. საერთოდ დღემდე სქელტანიანი წიგნები მიზიდავს..
ცხოვრება ბარიკოს „აბრეშუმი“ს მსგავს თეთრი მუსიკის ფონზე აუმღვრევლად მიედინებოდა.. არც კარგი ხდებოდა, კონკრეტული ცუდითაც არ „მანებივრებდა“ ცხოვრება..
ხანდახან ქალბატონი ბიბლიოთეკარი
(რატომღაც სახელი არ ვიცოდი) სახლიდან თერმოსით წამოღებული ცხელი ყავით მიმასპინძლდებოდა.. თან რაღაც ამბებს  მიყვებოდა შორეული ახალგაზრდობიდან... ეს იყო ერთადერათი ადამიანური ურთიერთობა რომელიაც ამ ქვეყანასთან მაკავშირებდა.. დანარჩენ დროს წიგნის პერონაჟებთან ერთად ვატარებდი.. არ ვიცი ეს ძალიან მსიამოვნებდა, თავს ადამიანად ვგრძნობდი თქო ვერ ვიტყვი, აბა რაა წიგნის კითხვაში ადამინური, არც არაფერი, ზიხარ შენთვის და ფურცლებს ჩაჰკირკიტებ.. ხანდახან ფარდის ნახვრეტებიდან ქუჩაში ვიჭყიტებოდი.. ხალხი იშვიათად ჩანდა, ბიბლიოთეკა ერთერთი  ულამაზესი ქუჩის ჩიხში მდებარეობდა.. ან შეიძლება უბრალო ქუჩა იყო და მე მეჩვენებოდა გადასარევად.. მოკლედ როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის, ის გზა იყო რომელსაც საკუთარ თავთან მივყავდი. ზამთარი ნელნელა ფინიშისაკენ მიიწევდა.. თოვლმაც დნობა დაიწყო.. ხალხსაც ქუჩებში უფრო აქტიური სვლა დაეწყო.. ყველას რაღაც სიხარული ეტყობოდა.. ჩემთვის კი არაფერი იცვლებოდა, რა მნიშვნელობა ქონდა ზამთარი იყო თუ ზაფხული.. ცხოვრება მაინც ერთ ნოტაზე მიდიოდა.. ერთ დღესაც როცა მივედი და ჩვეულებისამებრ ჩემს ადგილას მოვკალათდი.. დარბაზის მეორე კუთხეში ერთ ფიგურას მოვკარი თვალი, თავიდან ვერ გავარჩიე ვინ იყო.. მერე კარგად დავაკვირდი ასე 25 წლამდე ბიჭი იყო. მოკლე ხაკისფერი ქურთუკი ეცვა,, პროფილს ვხედავდი.. რაღაც ძალიან დამაინტერესა, ჩემსკენ არც კი გამოუხედავს.. მერე ვითომდაც ბიბლიოთეკართან რაღაცის საკითხავად მივედი და გვერდით ჩავუარე.. მარკესის „მარტოობის 100 წელი“ს კითხულობდა.. ვიცანი წიგნი რამოდენიმეჯერ წამიკითხავს ადრე.. დიდათ არ მომწონდა.. უბრალოდ კითხვისაც ყველაფერი მავიწყდებოდა იმდენად მრავალფეროვანი ისტორიები იყო მოთხრობილი.. მოკლედ  ასე რამოდენიმე დღე გრძელდებოდა.. მერე უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევდი. ჩვეულ „რითმს“ დავუბრუნდი.. გაზაფხულმაც ნელნელა შემოაბიჯა ქალაქში.. თოვლის კვალი გაქრა.. ბუნება თეთრი საფარველისგან განთავისუფლდა...   გაზაფხულის ერთ დილას ქუჩები ნაირნაირად მოერთოდ.. ყველანი საზეიმოდ გამოწყობილიყვნენ.. ზოგს ნიღბებიც მოერგო.. მე კი ისევ შავ-თეთრი ზოლი დამყვებოდა თან.. ყოველთვის სისულელედ მიმაჩნდა მსგავსი აქტიურობა ხალხისგან.. მოკლედ მე კვლავ ჩემს სამყოფელს მივაშურე... ის ყმაწვილი კვლავ იქ იჯდა.. გავვოცდი.. არ მეგონა ჩემნაირები კიდევ თუ არსებობდნენ ამ ქვეყანაზე.. გართობას აქ ჯდომა რომ ერჩივნათ.. არა, მოცდა აღარ შეიძლებოდა.. მივედი და მის გვერდით სკამზე ჩამოვჯექი.. ახლა შელდონის „ანგელოზის რისხვა“ს კითხულობდა.. ეს კი ძალიან მიყვარდა.. და თემაც თვითონ შეირჩა, უნდა მესაუბრა ამ წიგნზე....
-მაიკლ მორეტიზე რა აზრის ხართ?-ეს კითხვა იმიტომ დავუსვი რომ წიგნს უკვე ამთავრებდა და წესით რაღაც შეხედულება უნდა ჩამოეყალიბებინა პერსონაჟებზე..
-აქ რატომ  მოხვედით რა სხვა საქმე არ გაქვთ?-საშინლად იმოქმედა ამ პასუხმა ჩემზე.
-უფლებას არ მოგცემთ თქვენი უარყოფითი აურით აქურობა მოწამლოთ!-ოჰ! ეს ჩემგან მამაცური ნაბიჯი იყო..-მგონი კითხვის დასმა ასე არ უნდა გაბრაზებდეთ, და თუ მაინც გაწყენინეთ დიდი ბოდიში.
ასე დამთვარდა ეს საუბარი.. გავეცალე და ჩემს ადგილს „კუდამოძუებული“ დავუბრუნდი.. ჩემისთანა გამოუცდელისათვის ადამიანთან ურთიერთობებში ეს ერთგვარი გაკვეთილი იყო, რომ უცხო ადამიანთან და მეტწილად ადამიანთან არ დამეჭირა საქმე..   იმ დღეს გადავწყვიტე გვიანობამდე დავრჩენილიყავი ბიბლიოთეკაში რათა დაწყნარებული ქუჩით წავსულიყავი სახლში.. თან მაინტერესებდა ის ვაჟბატონი როდის მიბრძანდებოდა სახლში.. ან საერთოდ თუ მიბრძანდებოდა, როცა მოვდიოდი და მივდიოდი აქ მხვდებოდა...იმ საღამოს დავაპირე უკან გავყოლოდი... და ასე 8 საათი იქნებოდა. გარეთ სასიამოვნო სითბოს დაესადგურებინა.. ის ჩემი სახლის გზის საპირისპიროდ წავიდა.. მე ყველანაირად ვცდილობდი შეუმჩნევლად გავყოლოდი.. ორი ქუჩა გადავკვეთეთ და შემდეგ ის ერთ ბარში შევიდა.. ოღონდ არა ჩვეულებრივ არამედ უკანა კარიდან.. მერე ფანჯარას მივუახლოვდი და დავინახე რომ წინსაფარი ეკეთა და ჭურჭელს რეცხავდა.. აქ მუშაობდა სავარაუდოდ.. ,მერე ირგვლივ მიმოვიხედე და აღმოვაჩინე რომ აქ არასდროს ვყოფილვარ.. არცერთი ქუჩა არ მეცნო.. არც საგზაო ნიშნები.. ცხადი იყო დავიკარგე.. და იმ უკანა კართან ჩამოვჯექი ბორდიურზე..  ასე 11 საათი ხდებოდა რომ გამოვიდა.. მე არც ველოდი ასე მალე.. ვერ შევნიშნე სანამ გაოცებული ჩემს წინ არ დაიხარა:
-თქვენ? აქ რას აკეთებთ?
-დასანანია.. მეორედ გელაპარაკებით და იგივეს მეუბნებით „აქ რას აკეთებთ“.. ხო საქმე არ მაქვს,  უკან გამოგყევით და დავიკარგე..-მორიგი შემოტევისთვის მოვემზადე.
-ოჰ ღმერთო ამ სიცივეში ალბათ გაიყინეთ? როგორ არ შემოხვედით..-რას არ ველოდი და ასეთ რბილ პასუხს არა..-შევიდეთ კაფეში.. ყავა დავლიოთ..
და ამ შემთხვევისათვის რაღაც უცნაური ნდობით გავყევი კაფეში.. სხვა გზა არც მქონდა გზა ამებნა..
-დიდი ბოდიშით იმ დღინდელი უკმეხი პასუხისათვის.. საერთოდ ასეთი უჟმური ხასიათის გამო მეგობრები არ მყავს..  და ხალხთან ურთიერთობასაც ვერიდები...-როგორ მაგონებდა ეს აღწერა ჩემს თავს..
- არაუშავს უკვე გაპატიეთ.. მეც დიდათ არ განვსხვავდები თქვენს მიერ „დახატული“ ტიპისგან..
-ისე მაიკლ მორეტიზე არც ისე კარგი აზრისა ვარ.. ნუ თავიდან დიდად მესიამპათიურა მაგრამ ბოლოს..
-ხო.. მე ძალიან მომწონს ე.წ. მაფიოზური იტალიელები მაგრამ ამ შემთხვევაში ბოლოს მეც სრულიად განვიხიბლე..
- რახან რამოდენიმე წინადადება გავცვალეთ იქნებ სახელებიც გაგვემხილა ერმანეთისათვის.. მე დათო ვარ..
-აჰ სასიამოვნოა მე ანა..
-აბა ძვირფასო ანა რითი დავიმსახურე ეს ყურადღება რომ უკან გამომყევით?
-იცით დღეს ნაკლებად მოიძებნებიან ადამიანები, ბიბლიოთეკებში რომ ათენ-აღამებენ.. და თან მთელი ეს დრო მარტო ვეჯექი ბიბლიოთეკის კუთხის მაგიდას.. და თქვენ რომ გამოჩნდით დიდათ დავინტერესდი...-დათოს გაეღიმა..
-და გზის აბნევასაც არ შეუშინდით..
-ხო.. უკვე ძალიან გვიანია.. თუ არ მოგაცდენთ იქნებ შინ გამაცილოთ?
-დიდი სიამოვნებით თქვენობით თუ აღარ მომმართავთ...
-ხო რათქმაუნდა.. და თქვენ.. შენც ამას გთხოვ..
-მშვენიერია აბა საით მივდივართ?
........................................................................
იმ საღამომ მშვენივრად ჩაიარა.. მეორე დილას რაღაც სულელურად და უჩვეულოდ ველოდი.. დილით სარკის წინაც კი ვიტრიალე და ცოტა ადრიანად მივედი  ბიბლიოთეკაში.. ჯერ არ მოსულიყო.. დანტეს  „ღვთაებრივი კომედია“ გამოვიტანე და მაგიდასთან ჩავუჯექი..  უკვე შუადღე ხდებოდა რომ მიმოვიხედე. ჩემი მეგობარი არსადად  ჩანდა.. ვიფიქრე ალბათ რაიმე საქმე გამოუჩნდა თქო..საღამოს ადრე წავედი.. შემდგომ დღეებშიც მსგავსი სიტუაცია განმეორდა.. მერე გადავწყვიტე იქ მივსულიყავი სადაც მუშაობდა.. დიდი ჯახირის მერე მივაგენი.. გავბედე და ვიკითხე.. მიპასუხეს მსგავსი არავინ მუშაობსო.. იმედგაცრუებული და კითხვებით აღვსილი წამოვედი..უკვალოდ გაქრა... ბიბლიოთეკაში აღარ ჩანდა.. ერთ დღესაც ბიბლიოთეკართან მივედი და ვთხოვე იქნებ მისი ზუსტი სახელი ან რაიმე ინფორმაფია ეთქვა, სამწუხაროდ ანკეტა არ შეუვსია და არც სახელი უკითხავთ.. ღმერთო რა უპასუხისმგებლობაა... არა მხოლოდ საკუთარ თავზე ვბრაზობდი.. რომ „ავეკიდე“ ამ ადამიანს. ხო ასე გამოდის.. იყო და აღარ არის.. გაზაფხულიც სულელურად გავიდა.. ზაფხულიც.. შემოდგომაც..და კვლავ დაზამთრდა.. იმ დღიდან მხოლოდ ამ დროს ვგრძნობ.. სითბოს შეგრძნება დავკარგე.. მზისაც.. მხოლოდ ბოლო თოვლის დროს მითბება ხელები ერთი დღით.... ადრე გაზაფხულამდე...
P.S. ხანდახან ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში მცირე ხნით შემოაბიჯებენ და ძალიან დიდ კვალს ტოვებენ.. ეს შემთხვევაც მსგავსია.. რადგან არასდროს ვიცით რა ხდება.. იმასაც ვერ ვიგებთ ხოლმე რა მოხდა.. ჩვენ ადამიანები მარადიული გაურკვევლობისა და ნაღველისთვის ვჩნდებით.. და კიდევ მარტოობისათვის...’რათა მარტოობა არ იყოს მარტო’

მარიამ მუთიძე
2012 წლის 07 09, პარასკევი
23:53

P.S.  2:44 

Thursday 8 August 2013

ინტერვიუ საკუთარ თავთან.

ვიწყებ–  დიეტას ყოველდღიურად J
ვჭორაობ– არ ვჭორაობ.
ვეძებ– ჩემი ოთახისთვის წიგნის თაროებს.
ვგრძნობ– სუნამოს სურნელს.
ვდარდობ– რომ არ იშოვება ისეთი წიგნებბი რომელთა კითხვაც უშუქოდაც შეიძლება.
ვემალები– კონტროლიორებს.
ვიცი რომ– ‘გახსოვს კვლავ ჩვენი დრო ჩემი ხმა’ J
მწამს – სამყაროს შემოქმედის.
არ მაინტერესებს– ვიზუალური არსი.
ვკარგავ– ჭკუას ლედ ზეფელინზე და გოგი გვახარიაზე J
მიკვირს– როგორ არ მოსწონთ ხოლმე კარგი მუსიკა.
მახსოვს– ყოველი განთიადი რომლის მომსწრეც ვარ.
უარვყოფ– ყოველგვარ ძალადობას.
ვინახავ– ჯუჯა ჭადრის გამხმარ ფოთლებს.
ვივიწყებ– კომუნიზმს.
შემიძლია– ჭურჭლის რეცხვა (კარგად)
მენანება– ის ადამიანები რომლებიც რეჟიმს შეეწირნენ.
მეშინია– იმ წამისა როცა სიკვდილი მოვა.
ვტირი– როცა თანავუგრძნობ.
ვემტერები–არავის და არაფერს (პაცეფისტი ვარ)
ვპატიობ– იოლად, უფრო ნამდვილ ადამიანებს.
ვიცინი– ხშირად უმიზეზოდ.
ვნატრობ–არ არსებბობდეს  კლიშეები და საზოგადოებას შეეძლოს თავისუფლად, ტოლრანტულად თანაცხოვრება.
მიხარია– ბედნიერი თვალების დანახვა, და კიდევ როცა ყავა გემრიელი გამოდის.
მაინტერესებს– ბრაილის შრიფტი, სწავლა მინდა.
ვერიდები– კონფლიქტურ სიტუაციებს.
ვუხეშობ როცა– კომუნიზმს ამართლებენ.
ვუსმენ– საუკეთესოს–როკს, ჯაზს, კლასიკას, ეს დიდი ბედნიერებაა!
ვხარჯავ– ფულს წიგნებში და ყავის დასალევად.
ვყოყმანობ– ხსნადი თუ ნალექიანი.
ვკითხულობ– ვკითხულობ და ვკითხულობ.. J
მძულს– არავინ, მაგრამ სტალინი და კომუნიზმი, საერთოდ იდეოლოგიური მმათველობა, გულით მეცოდება!
მწყინს როცა– ჯეროვნად ვერ აფასებენ ნამდვილ შემოქმედებას.
მსიამოვნებს– გოგი გვახარიას სმენა.. და ჩემს ოთახში ყოფნა,,
მენატრება– დეიდა და დეიდაშვილი...
ვკამათობ– მუსიკაზე..
მიყვარს– ცა
ვოცნებობ– ვაცლავ ჰაველზე–საქართველოსთვის, და ბაიერნის მატჩზე ან ვარჯიშზე დასწრებაზე.
ვეჭვიანობ– შეიძლება ითქვას..
ვალამაზებ– ძველ ნივთებს,,,(ჩემი გაგებით)
დავცინი–საკუთარ თავს.
ვაიგნორებ– ჩემში არაჯანსაღ აზრს და მიდგომას.
ვიტყუები– კონტროლიორებისგან თავის დასაღწევად.
მსურს– მშვიდობა მთელს მსოფლიოში.
გირჩევთ– არაფერს.. თვითონ უკეთ გადაწყვეტთ რა არის უკეთესე J
გისურვებთ– ომის დამთავრებას...

Wednesday 7 August 2013

ფორმა 100

ცხოვრება ერთი დიდი ტრადიციაა, რომელსაც ყოველ დილით გაღვიძებისთანავე ვასრულებთ და საღამოსაც ტრადიციულად ვიძინებთ.  ამ ტრადიციის ზეიმში ჩვენ ყველას რაღაც პირადი ტრადიციებიც გაგვაჩნია, რომელთაც თითქოსდა მალულად, სხვებისგან ფარულად  ვიცავთ. არ ვაძლევთ ვინმეს მასში ჩარევის უფლებას. მე არ ვსაუბრობ  მაზოხისტურ, პარანოიულ, და სხვა მსგავს სულელურ ტრადიციებზე. მე უფრო მნიშვნელოვან, პატარა ჩვენებურობებზე ვამბობ, რომლითაც საკუთარ თავს ვაყალიბებთ. მაგალითად მსგავსი ტრადიციაა, ყოველ დილით ჩაის ერთი და იმავე ჭიქიდან დალევა, ანდა ერთი და იმავე მარშრუტით მგზავრობა შინიდან სამსახურში თუ სასწავლებელში. მოკლედ მე ჩემი ყოვლად პაციპისტური  ცხოვრების მანძილზე დავასკვენი რომ ამ პატარა ჩვეულებების დარღვევა მეტად ცუდათ იასახება ჩვენს ფსიქიკაზე: კერძოდ მე ერთ ფაქტთან შევჩერდები, რომლის გახსენებაც ჩემს ერთ ნახევარს ავსებს, მეორეს კი აცარიელებს.  ნუ ამას გადანაცვლებას ვუწოდებ რადგან ჩვენ არასდროს ვართ ხოლმე ბოლომდე სავსენი ან ცარიელნი, უბრალოდ ამის საშუალებას არ ვაძლევთ თავს.
მოკლედ მე ერთი კლოუნი ვარ.ჩემი ამჟამინდელი საქმიანობა არაფერ კავშირშია ჩემს პიროვნებასთან.. თუმცაღა პატარაობიდან კლოუნები ყველაზე  ნაღვლიანი ხალხი მეგონა, მეგონა რა ამას ყველა სხვა ცხვირმოუწმენდავზე ადრე მივხვდი. რადგან მე ვერასდროს ვხედავდი რა ეცვა ადამიანს,  როგორ გამოიყურებოდა რომელი ნაკვთი ამშვენებდა და პირიქით. მე ადამიანს ყოველთვის თვალებში ვუყურებდი, და დღემდე ამით შემიძლია ამოვიცნო ადამიანი, თავისი ნათელი თუ ბნელი კუთხეებით. მოკლედ ყოველთვის მინდოდა რაიმე ისეთი საუშაო მეპოვა, სადაც ჩემს საქმეს გავაკეთებდი, არავინ შემაწუხებდა და ხელფასსაც დროულად ავიღებდი. თუნდაც ეს სამუშაო მღებაობა ან ჭურჭლის მრეცხაობა ყოფილიყო, მაღალ ეშელონებზე ასვლა არასდროს მდომებია..  და  დღემდე იმ აზრზე ვრჩები რომ  ამისთვის ხანმოკლე ცხოვრების გალევა დიდი სისულელეა.
 ჩემს ჩვეულებას რაც შეეხება იმას გეტყვით რომ იყო დრო მე მისით ვცხოვრობდი. ქალაქი სადაც  ცხოვრების პირველი, ჩემს მიერ ადრეულ პაციპისტურად მონათლული ეტაპი გავატარე, ზღვის პირას მდებარეობდა რის გამოც ზაფხულობით ტურისტები, პირადათ ჩემთვის ყელში ამოსვლამდე ბევრი ჩამოდიოდნენ. ამ დროს ადგილობრივები ქალაქგარეთ მიდიოდნენ და მათ იქ ნაკლებად შეხვდებოდით. მე კი სამწუხაროდ მსგსვსი ადგილი არ მქონდა ამიტომ საყვარელ ქალაქს ისეთს ვიღებდი როგორიც იყო. ძალიან კი მიყვარდა, მაგრამ დამერწმუნეთ ჩემნაირებს, ანუ პატარა ახალგამომცხვარ ქალაქის, მოქალაქეებს ნამდვილად არ სიამოვნებთ ხალხით, და მით უმეტეს უცხოელებით გადაჭედილ ქუჩებში სიარული.ეს სულ სხვა რამაა მაგრამ გამოგიტყდებით, ერთგვარი მესაკუთრე გახლავართ, არ მიყვარს ჩემს პირადს სხვა რომ ეხება.  ხოდა კიდევ შორს რომ არ წავიდეთ კაფეზე მოგითხრობთ რომელიც ჩემი ქალაქის ჩემს უსაყვარლეს კუთხეში მდებარეობდა, ნუ შეიძლება ახლაც მდებარეობს, ადგილი სადაც მე საკუთარ თავს ისეთს ვგრძნობდი როგორიც ვარ. არ მიყვარდა იქ ვინმე რომ მიმყვებოდა.. ნუ იშვიათად ხდებოდა ასე მაგრამ მაინც.  ჩემს კაფეში მარტო მივიდოდი, მიმტანებმა და ბარმანმა ყოველთვის იცოდნენ რომ თურქულ ყავას მოვითხოვდი და მენიუ აღარ მოჰქონდათ, ვინმე ახალი თუ იქნებოდა ისიც მალე ეჩვეოდა ამას. ყოველთვის ორ ადგილიან მაგიდასთან                                          ვჯდებოდი, არ მინდოდა ბევრი ადგილი წამერთმია იქაურობისთვის.. ძალიან მიყვარდა როცა მაგიდა ფანჯარასთან ცარიელი იყო, სულ იქ ვიჯექი, ასე ზამთრობით უფრო ხშირად ხდებოდა, რადგან როგორც წინ ვთქვი ზაფხულში ბუმი იყო! მოკლედ ყავა მოჰქონდათ, როგორც ყოველთვის კარგი მუსიკა ჟღერდა, მე კი ამოვალაგებდი ჩემს წიგნებს, რვეულებს ფურცლებს, პასტას, და მივეცემოდი ღრმა ლიტერატურას. ეს პროცესი ნარკოტიკისებრ სიამოვნებას მგვრიდა. საათობით შემეძლო ასე ჯდომა.. ამ დროს საკუთარ თავს ადამიანად ვგრძნობდი, რადგან შემეძლო კაფეში მარტოს ყავა დამელია და ჩემი საყვარელი ავტორები მეკითხა, ან რაიმე დამეწერა
. მახსოვს იქ ერთი მიმტანი მუშაობდა.. სახელი აღარ მახსენდება.. ვსაუბრობდით ხოლმე ლიტერატურაზე.. თუმცა ეს ხანმოკლე აღმოჩნდა მან მალე დატოვა იქაურობა.., მე კი ვერ ვძლებდი ჩემი მკაფეს გარეშე კვირაში რამდენჯერმე თუ არა ერთხელ მაინც მივდიოდი, ნაცნობ სახეებს ვესალმებოდი, ეს ჩემი ტრადიცია იყო!  რომელიც ქალაქთან ერთად დავტოვე..
ძალიან მიჭირდა და გადავწყვიტე აქ ჩემს ახალ ქალაქშიც მომეძებნა მსგავსი ადგილი და ტრადიცია აღმედგინა, ან უფრო სწორად ბედნიერება.. ერთი კვირის მანძილზე ქალაქის თითქმის ყველა კაფე შემოვიარე, თუმცა ვერსად შევძელი გამემეორებინა ჩემი რიტუალი..
 და მე გამოსავალი ვიპოვე.. ჩემი სევდა, გამოწვეული უტრადიციობით-ტრადიციად ვაქციე. ახლა  ყოველ ოთხშაბათს და შაბათს იმ ქუჩას ჩავუვლი სადაც ყველაზე მეტი კაფეა.. არცერთში არ შევდივარ.. გარედან ვუყურებ და ჩემს ნაღველთან ერთად  მივაბიჯებ სევდის ქუჩებზე...
მარიამ მუთიძე
2012 წლის 25 08
20:37  

Sunday 28 July 2013

რევოლუცია! ანუ ვაცლავ ჰაველი–თავისუფალი ჩეხეთი.

მე პაციფისტი ვარ! თავისუფალი აზრის და ნების მოყვარე.
ჩემთვის რევოლუცია ნიშნავს გათავისუფლებას რეჟიმისგან, ყოველთვის როცა ადამიანური თავისუფლების მოპოვებაზე ვფიქრობ სულ ვაცლავ ჰაველი მახსენდება, ადამიანი რომელსაც პირველად ისტორიის სახელმძღვანელოს ფურცლებზე შევხვდი, ჩემი ყურადღება მიიქცია იმან თუ როგორ უანგაროდ უმკურნალა  ქვეყანას და იხსნა კოპმუნიზმის კლანჭებისდაგან. 
ის ხელოვანი დისიდენტი იყო, რომელიც თავის დროზე ჰიპიც იყო და 5 წელი ციხეში გაატარა თავისუფალი ნების გამო.
'გამოსვლის' შემდეგ კვლავ დაიწყო ქვეყნის გათავისუფლებაზე ფიქრი.. რუსი კაკებეშნიკები დაუფარავად დაჰყვებოდნენ, აკონტროლებდნენ მის ყოველ ნაბიჯს, ის ამას არ შეუშინებია..
შეუდგა ჩეხი და სლოვაკი ერის გამოფხიზლებას, და სწორი არჩევანნის გაკეთებისკენ მოუწოდა. მაშინ ამ ორ მოძმე მაგრამ მაინც განსხვავებულ ხალხს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო და ქვეყანა 2 დამოუკიდებელ ქვეყნებად გაიყო, მე ვფიქრობ რომ ეს სწორი გადაწყვეტა იყო.
ქვეყნის გათავისუფლების შემდეგ როცა ჯერი დადგა აერჩიათ მმართველი პრეზიდენტი ჰაველი წერს რომ გაოცებული იყო მისი კანდიდატურის წაყენების მოთხოვნით, თუმცა ბოლოს მაინც მოგვევლინა როგორც ჩეხეთის პრეზიდენტი და ის ამ ერისთვის დღემდე უსაყვარლეს პრეზიდენტად და ადამინად დარჩა.
8 აგვისტოს მოვლენების შემდგომ ჰაველი იმ 8 პრეზიდენტს შორის იყო, ვინც ჩვენს მხარდასაჭერად საქართველო ში ჩამოვიდა, და მოგვიწოდებდა არ დავნებებულიყავით, რომ პატარა ქვეყნები არ უნდა მოექცნენ დიდი ქვეყნების ჩრდილში. ამან ჩემში მისდამი სიმპათია გააძლიერა.
ჰაველი იყო კარგი სცენარისტი და მწერალი, ქართულად ნათრაგმნია მისი ავტობიოგრაფია "გთოვთ მოკლედ" და აბსურდული პიესების კრებული. წიგნში გთხოვთ მოკლედ მოთხრობილია ჰაველის და ჩეხეთის გზა თავისუფლებამდე, ის მის სიცოცხლეშივე ითარგმნა ქართულად და მოყოლებული აქვს წინასიტყვაობა ქართველი მკითხველისთვის.
ყოველთვის ვვოცნებობდი სამყაროს შემქმნელს ჩევნთვისაც გამოეგზავნა ჰაველის მაგვარი ადამიანი რომელიც უანგაროდ და ხალხის სიყვარულით ემსახურებოდა  ქვეყანას, თუმცა არ ვიცი თუ თქვენ იცნობ ადამიანს რომელიც შეიძლება იყოს ჰაველის გაგრძელება საქათველოში ნუ შეზღუდავთ, დაე მოგვევლინოს მშველელად.. და თუ ფიქრობთ რომ ეს თქვენ ხართ იმედი მაქვს სწორად გაიგებთ დემოკრატიული და ლიბერალური ქვეყნის შენების იდეას და სწორად განახორციელებთ თქვენს მისიას :) წამატებები. როგორც ჰაველი იტყოდა:
  • "ყველაზე უფრო ბანალური და შეუმჩნეველი გამოვლინებების სემთხვევაშიც კი სიცოცხლე დაუჯერებელი სასწაულია, ზოგჯერ მშვენიერი, ზოგჯერ დაძაბული და ზოგჯერაც დამთრგუნველი ზღაპარი" 

Monday 22 July 2013

გადამღერებული წელი/ ერთი დღით დაგვიანებული ბლოგი

ახლა ჩემი საყვარელი კუბოკრული 'საროჩკა' მაცვია და ჩემს საყვარელ კაფეში მაგიდას ვუზივარ. შარშანაც ასე იყო და ალბათ შარშანწინაც (ცუდია ჩემს 'საროჩკას' ფერი რომ გასდის) . მაგიდაზე ჩემი უსაყვარლესი ადამიანის უკვე ძალიან საყვარელი წიგნი მიდევს (გოგი გვახარია 'ცრემლიანი სათვალე')
დღეს 21 ივლისია, ხვალ 17 წლის გავხდები..(მალე ნალექიან, ტკბილ ყავას მომიტანენ ^_^)
ეს ბოლო დღეებია ვფიქრობ დავწერო ერთგვარი შეჯამება ცემი ცხოვრების ბოლო 1წლისა..
ვფიქრობ და საკმაო კარგი რამეები მახსენდება... (მმ გემრიელი ყავაა) მოკლედ ბევრს რომ არ მივედ–მოვედო...
წელს ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, გავხდი მედიასკოლის და ახალგაზრდული ცენტრის წევრი, რომელმაც ბევრ კარგ ადამიანს შემახვედრა და დიდი გამოცდილებაც შემძინა (პროექტებშიმ მონაწილეობისა და ხალხთა ურთიერთობის სახით)
ასევე გავიცანი ჩემი უსაყვარლესი ადამიანი გოგი გვახარია <3. ამიხდა დიდი ხნის სურვილი და რადიოში მიმიწვიეს თან რამოდენიმეჯერ (<3)  ასევე ერთერტ შეხვედრაზე გავიცანი რადიო თავისუფლების (ჩემი უსაყვარლესი რადიოსადგურის) ჟურნალისტები.
ჟურნალისტიკას რაც შეეხება, დაიბეჭდა ჩემი პირველი სტატიური 'ნაშრომები' გაზეთ ბათუმელებში.
წელს დავფიქრდი რომ შეიძლება გამოვიდე კინომცოდნე ან რეჟისორი :)
წლის დასაწყისში მეგობრებთან ერთად ჩემი უსაყვარლესი ადამიანის, ირაკლი ჩარკვიანის საღამო მოვაწყვეთ.
დაუვიწყარი იქნება 16 წელი ცემთვის იმიტომაც რომ ამ წელს ჩემმა უსაყვარლესმა საფეხბურთო კლუბმა, მიუხენის ბაიერნამ ნანატრი გამარჯვება მოიპოვა ჩემოიონტა ლიგაზე <3
არ შეიძლება არ ვისაუბრო ჩემს მენტალურ ჩამიყავლიბებაზე, კეძოდ კი ტოლერანტობაზე. წელს ბოლომდე დავრწმუნდი იმაში რომ მშვენიერია ადამიანების უანგარო განურჩეველი სიყვარული, და კარგი მხარეების დანახვის შესაძლებლობა :) ეს თავისთავად ჩამომიყალიბდა კარგი ადაიანების მუსიკისა და ლიტერატურის ხარჯზე (დიდი მადლობა ამისთვის ყველას).
ეს ნაწერი შეიძლება ერთგვარი გადამრერებაა ჩემი მეგობრის ნაწერისა, რომელიც რამოდენიმე თვის წინ გახდა 17ის, ან შეიძლებაცდა ადამიანს უჩნდება რაიმე მსგავსის დაწერის სურვილი როცა 17ის ხდება.
მოკლედ არ ვიცი :)
16 წელი ეს არის პერიოდი უხვად გაჟღენთილი მუსიკითა და სისულეებით :) (ნუ ასე მთელს ჩემს ცხოვრებაზე შეიძლება ითქვას)
16 წლამდე უკვე ბევრი გაქვს ნაფიქრი ლედ ზეფელინის შემოქმენდებაზე, ფილმის გადაღებაზე და სხვადასხვა ქვეყნის შე,ოქმედებზე რომლთა გავლენაც, შეიძლება ითქვას გვაყალიბებს. დიდი მადლობა ასევე გავლენებს, ყოველ წელს აღვნიშნავ ამას, გავლენები ძალიან მნიშვნელოვანია, და ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი თუ ვინმე სწორად ვერ აფასებს ან ვერ იყენებს მას :)
უფჰჰჰჰჰ! რამდენი ვილაპარაკე კაცო :) :დ ხოო არ ვიცი ხვალ რა შეიცვლება 17 რომ ვიქნები, ალბათ არაფერი.. ისევ მარტო ვივლი კაფეებში (:დ) წავიკითხავ ფრანგებს იტალიელებს გერმანელებს.... მოვუსმენ ზეფელინ ფლოიდ ჩარკვიანს... დავლევ ყავას და  ვიბოდიალებ ჩემი უსააააყვარლესი ქალაქის ქუჩებში.......  დროებით :*

Thursday 11 July 2013

მუსიკა..... პარრარრამ პამ პამ! მუსიკაზე პირველი გაფიქრებისას (იმისდა მიუხედავად რომ მეტად როკის მსმენელი ვარ) ჯაზი მახსენდება! გამოხატულ;ების ყველაზე დემოკრატიული ფორმა! გაშიშვლება! ემოციათა ზღვა! თუმცა, მუსიკაზე უფრო მეტი ფიქრისას მეორე რიგში კლასიკა მოდის ჩემამდე... გერმანელები ავსტრიელები რუსები!! გადასარევი მუსიკათმთხზველები! პირდაპირ საოცრებაა! როცა კლასიკოს კლასიკოსებს ვუსმენ, წარმოუდგენელია ჩემთვის მუსიკის ნოტებად დაყოფა ან დასათაურება.. ისინი ერთ დიდ სიმფონიად ერთიანდებიან, და მავიწყებენ ყოველგვარ ამორალურს. ირგვლივ ჰარმონია ისაგურებს და ყოველ ტაქტზე უფრო და უფრო ქაოსურად მითრევს სამყაროს სიღრმეებში.
აი როკი! როკი კი არ ვიცი რითი დავასათაურო ეს ყველაზე დიდი სიგიჟე ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც ადრეულ ასაკში დამრია ხელი და სულ გამო'როკ'ებული დამატარებს.. ეს ისეთი უსაზღვრო სიამოვნებაა,, რომ ძნელია 3დ შესაძლებლობებში მისი გადმოცემა..
როკიც ჯაზიც და კლასიკაც ჩემთვის სხვა სივრცეში ჟღერს და დიდი საერთოს მიუხედავად მაინც არ მიმაჩნია ამ ქვეყნიურ მოვლენად...