ახლა ჩემი საყვარელი კუბოკრული 'საროჩკა' მაცვია და ჩემს საყვარელ კაფეში მაგიდას ვუზივარ. შარშანაც ასე იყო და ალბათ შარშანწინაც (ცუდია ჩემს 'საროჩკას' ფერი რომ გასდის) . მაგიდაზე ჩემი უსაყვარლესი ადამიანის უკვე ძალიან საყვარელი წიგნი მიდევს (გოგი გვახარია 'ცრემლიანი სათვალე')
დღეს 21 ივლისია, ხვალ 17 წლის გავხდები..(მალე ნალექიან, ტკბილ ყავას მომიტანენ ^_^)
ეს ბოლო დღეებია ვფიქრობ დავწერო ერთგვარი შეჯამება ცემი ცხოვრების ბოლო 1წლისა..
ვფიქრობ და საკმაო კარგი რამეები მახსენდება... (მმ გემრიელი ყავაა) მოკლედ ბევრს რომ არ მივედ–მოვედო...
წელს ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, გავხდი მედიასკოლის და ახალგაზრდული ცენტრის წევრი, რომელმაც ბევრ კარგ ადამიანს შემახვედრა და დიდი გამოცდილებაც შემძინა (პროექტებშიმ მონაწილეობისა და ხალხთა ურთიერთობის სახით)
ასევე გავიცანი ჩემი უსაყვარლესი ადამიანი გოგი გვახარია <3. ამიხდა დიდი ხნის სურვილი და რადიოში მიმიწვიეს თან რამოდენიმეჯერ (<3) ასევე ერთერტ შეხვედრაზე გავიცანი რადიო თავისუფლების (ჩემი უსაყვარლესი რადიოსადგურის) ჟურნალისტები.
ჟურნალისტიკას რაც შეეხება, დაიბეჭდა ჩემი პირველი სტატიური 'ნაშრომები' გაზეთ ბათუმელებში.
წელს დავფიქრდი რომ შეიძლება გამოვიდე კინომცოდნე ან რეჟისორი :)
წლის დასაწყისში მეგობრებთან ერთად ჩემი უსაყვარლესი ადამიანის, ირაკლი ჩარკვიანის საღამო მოვაწყვეთ.
დაუვიწყარი იქნება 16 წელი ცემთვის იმიტომაც რომ ამ წელს ჩემმა უსაყვარლესმა საფეხბურთო კლუბმა, მიუხენის ბაიერნამ ნანატრი გამარჯვება მოიპოვა ჩემოიონტა ლიგაზე <3
არ შეიძლება არ ვისაუბრო ჩემს მენტალურ ჩამიყავლიბებაზე, კეძოდ კი ტოლერანტობაზე. წელს ბოლომდე დავრწმუნდი იმაში რომ მშვენიერია ადამიანების უანგარო განურჩეველი სიყვარული, და კარგი მხარეების დანახვის შესაძლებლობა :) ეს თავისთავად ჩამომიყალიბდა კარგი ადაიანების მუსიკისა და ლიტერატურის ხარჯზე (დიდი მადლობა ამისთვის ყველას).
ეს ნაწერი შეიძლება ერთგვარი გადამრერებაა ჩემი მეგობრის ნაწერისა, რომელიც რამოდენიმე თვის წინ გახდა 17ის, ან შეიძლებაცდა ადამიანს უჩნდება რაიმე მსგავსის დაწერის სურვილი როცა 17ის ხდება.
მოკლედ არ ვიცი :)
16 წელი ეს არის პერიოდი უხვად გაჟღენთილი მუსიკითა და სისულეებით :) (ნუ ასე მთელს ჩემს ცხოვრებაზე შეიძლება ითქვას)
16 წლამდე უკვე ბევრი გაქვს ნაფიქრი ლედ ზეფელინის შემოქმენდებაზე, ფილმის გადაღებაზე და სხვადასხვა ქვეყნის შე,ოქმედებზე რომლთა გავლენაც, შეიძლება ითქვას გვაყალიბებს. დიდი მადლობა ასევე გავლენებს, ყოველ წელს აღვნიშნავ ამას, გავლენები ძალიან მნიშვნელოვანია, და ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი თუ ვინმე სწორად ვერ აფასებს ან ვერ იყენებს მას :)
უფჰჰჰჰჰ! რამდენი ვილაპარაკე კაცო :) :დ ხოო არ ვიცი ხვალ რა შეიცვლება 17 რომ ვიქნები, ალბათ არაფერი.. ისევ მარტო ვივლი კაფეებში (:დ) წავიკითხავ ფრანგებს იტალიელებს გერმანელებს.... მოვუსმენ ზეფელინ ფლოიდ ჩარკვიანს... დავლევ ყავას და ვიბოდიალებ ჩემი უსააააყვარლესი ქალაქის ქუჩებში....... დროებით :*

No comments:
Post a Comment