ბათუმი 2013 წელი.. ზამთარი.. არა. ვაიი ზამთარი!
წელს ჩანს ზამთრის 'ფერიამ' ადრიანად მოგვინახულა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნაცვლად მხოლოდ ცივი ციკლონნი გვერგო აღმოსავლეთ 'ევროპის მაცხოვრებლებს..
* 3 დღეზე მეტია სახლიდან არ გავსულვარ.. მიუხედავად იმისა რომ ჰოროსკოპით მოხეტიალე ვარ, თოვლმა შეძლო და სახლში გამომაწყვდია :დ :დ
ნეტა ეს გვეკმარა... ! ელექტრო ენერგია ფაფუ! არ მოეწოდებოდა ჩვენს რეგიონს.. იმისდაგამო რომ ყველა ელემენტიანი მოწყობილობა სამუშაო რეჟიმს მიღმა იყო მოწყენილობის პიკს მივაღწიე...
მოკლედ რაც თუ რამ რომანტიზმი იყო ჩემში მოვიკრიბე, ჩემი ძვირფასი წიგნები შემოვიხვიე და 'კარმას ძირში სანთელთან ერთად ჩავუჯექი ყველაზე 'სახლიდან გასვლის გარეშე მამოგზაურებელ საქმიანობას..... ჩაი ჩაი და ნარინჯისფერი ციტრუსი მიხალისებდა დღეებს..
შიგადაშინ ხან ქსოვა გავიხსენე.. ხან კერვა.. (ეს უკნასკნელი შემდგომი დასალაგებელი მიდამოს პერსპექტივის არ ნდომის გამო გადავიფიქრე :დ )
* არა ფაქტია თოვლი მიყვარს.. თუ ხელს არ მიშლის ხოლმე.
წუხელ მშვენიერი ღამე იყოო.. ^_^ ირგვლივ ისეთ საოცარ თეთრი შუქს აფრქვევდა თოვლი.. გული მომილბა და გარეთ გავედი.. ფაფუკი თოვლი იყო.. ჩვენი ქალაქისათვის შეუფერებელი... სიჩუმე.. ასეთი ღამეები რაღაც ჯადოსნურის რწმენით გვავსებს..
* ახლა ისე მცივა, თითები მიმეყინება მგონი კლავიატურაზე..:დ მიჭირს წარმოდგენა რომ ოდესმე დათბება..
მოკლედ ძალიან ბევრი ვლანძღე ეს დღეებია თოვლი და უშუქობა.. ხან მთავრობას ვაბრალე.. ხან საბაზრო მაფიას..
მაგრამ ფაქტია.. ზამთარია.. და თოვლი...–მშვენიერია..
პოსტის წერას ვასრულებ იმედით რომ ელ'ენერგია არ წავა.. :დ
გისურვებთ.. სითბოს.. იქნება ეს ბუხრის, ელ'ღუმელის.. კარმას თუ საყვარელი ადამიანისგან მომდინარე <3 ^_^
http://www.youtube.com/watch?v=s3JjU4LWFM8 ლინკზე ერთი ჯადოსნური ნაწარმოებია.. <3

mmm marusii ^_^ ra kargia eseti tbili postebi am zamtars rom icode ♥
ReplyDelete