ვიწყებ– დიეტას
ყოველდღიურად J
ვჭორაობ– არ ვჭორაობ.
ვეძებ– ჩემი ოთახისთვის წიგნის თაროებს.
ვგრძნობ– სუნამოს სურნელს.
ვდარდობ– რომ არ იშოვება ისეთი წიგნებბი რომელთა კითხვაც
უშუქოდაც შეიძლება.
ვემალები– კონტროლიორებს.
ვიცი რომ– ‘გახსოვს კვლავ ჩვენი დრო ჩემი ხმა’ J
მწამს – სამყაროს შემოქმედის.
არ მაინტერესებს– ვიზუალური არსი.
ვკარგავ– ჭკუას ლედ ზეფელინზე და გოგი გვახარიაზე J
მიკვირს– როგორ არ მოსწონთ ხოლმე კარგი მუსიკა.
მახსოვს– ყოველი განთიადი რომლის მომსწრეც ვარ.
უარვყოფ– ყოველგვარ ძალადობას.
ვინახავ– ჯუჯა ჭადრის გამხმარ ფოთლებს.
ვივიწყებ– კომუნიზმს.
შემიძლია– ჭურჭლის რეცხვა (კარგად)
მენანება– ის ადამიანები რომლებიც რეჟიმს შეეწირნენ.
მეშინია– იმ წამისა როცა სიკვდილი მოვა.
ვტირი– როცა თანავუგრძნობ.
ვემტერები–არავის და არაფერს (პაცეფისტი ვარ)
ვპატიობ– იოლად, უფრო ნამდვილ ადამიანებს.
ვიცინი– ხშირად უმიზეზოდ.
ვნატრობ–არ არსებბობდეს კლიშეები და საზოგადოებას შეეძლოს თავისუფლად, ტოლრანტულად
თანაცხოვრება.
მიხარია– ბედნიერი თვალების დანახვა, და კიდევ როცა
ყავა გემრიელი გამოდის.
მაინტერესებს– ბრაილის შრიფტი, სწავლა მინდა.
ვერიდები– კონფლიქტურ სიტუაციებს.
ვუხეშობ როცა– კომუნიზმს ამართლებენ.
ვუსმენ– საუკეთესოს–როკს, ჯაზს, კლასიკას, ეს დიდი ბედნიერებაა!
ვხარჯავ– ფულს წიგნებში და ყავის დასალევად.
ვყოყმანობ– ხსნადი თუ ნალექიანი.
ვკითხულობ– ვკითხულობ და ვკითხულობ.. J
მძულს– არავინ, მაგრამ სტალინი და კომუნიზმი, საერთოდ
იდეოლოგიური მმათველობა, გულით მეცოდება!
მწყინს როცა– ჯეროვნად ვერ აფასებენ ნამდვილ შემოქმედებას.
მსიამოვნებს– გოგი გვახარიას სმენა.. და ჩემს ოთახში
ყოფნა,,
მენატრება– დეიდა და დეიდაშვილი...
ვკამათობ– მუსიკაზე..
მიყვარს– ცა
ვოცნებობ– ვაცლავ ჰაველზე–საქართველოსთვის, და ბაიერნის
მატჩზე ან ვარჯიშზე დასწრებაზე.
ვეჭვიანობ– შეიძლება ითქვას..
ვალამაზებ– ძველ ნივთებს,,,(ჩემი გაგებით)
დავცინი–საკუთარ თავს.
ვაიგნორებ– ჩემში არაჯანსაღ აზრს და მიდგომას.
ვიტყუები– კონტროლიორებისგან თავის დასაღწევად.
მსურს– მშვიდობა მთელს მსოფლიოში.
გირჩევთ– არაფერს.. თვითონ უკეთ გადაწყვეტთ რა არის
უკეთესე J
გისურვებთ– ომის დამთავრებას...
.jpg)
No comments:
Post a Comment