Wednesday, 7 August 2013

ფორმა 100

ცხოვრება ერთი დიდი ტრადიციაა, რომელსაც ყოველ დილით გაღვიძებისთანავე ვასრულებთ და საღამოსაც ტრადიციულად ვიძინებთ.  ამ ტრადიციის ზეიმში ჩვენ ყველას რაღაც პირადი ტრადიციებიც გაგვაჩნია, რომელთაც თითქოსდა მალულად, სხვებისგან ფარულად  ვიცავთ. არ ვაძლევთ ვინმეს მასში ჩარევის უფლებას. მე არ ვსაუბრობ  მაზოხისტურ, პარანოიულ, და სხვა მსგავს სულელურ ტრადიციებზე. მე უფრო მნიშვნელოვან, პატარა ჩვენებურობებზე ვამბობ, რომლითაც საკუთარ თავს ვაყალიბებთ. მაგალითად მსგავსი ტრადიციაა, ყოველ დილით ჩაის ერთი და იმავე ჭიქიდან დალევა, ანდა ერთი და იმავე მარშრუტით მგზავრობა შინიდან სამსახურში თუ სასწავლებელში. მოკლედ მე ჩემი ყოვლად პაციპისტური  ცხოვრების მანძილზე დავასკვენი რომ ამ პატარა ჩვეულებების დარღვევა მეტად ცუდათ იასახება ჩვენს ფსიქიკაზე: კერძოდ მე ერთ ფაქტთან შევჩერდები, რომლის გახსენებაც ჩემს ერთ ნახევარს ავსებს, მეორეს კი აცარიელებს.  ნუ ამას გადანაცვლებას ვუწოდებ რადგან ჩვენ არასდროს ვართ ხოლმე ბოლომდე სავსენი ან ცარიელნი, უბრალოდ ამის საშუალებას არ ვაძლევთ თავს.
მოკლედ მე ერთი კლოუნი ვარ.ჩემი ამჟამინდელი საქმიანობა არაფერ კავშირშია ჩემს პიროვნებასთან.. თუმცაღა პატარაობიდან კლოუნები ყველაზე  ნაღვლიანი ხალხი მეგონა, მეგონა რა ამას ყველა სხვა ცხვირმოუწმენდავზე ადრე მივხვდი. რადგან მე ვერასდროს ვხედავდი რა ეცვა ადამიანს,  როგორ გამოიყურებოდა რომელი ნაკვთი ამშვენებდა და პირიქით. მე ადამიანს ყოველთვის თვალებში ვუყურებდი, და დღემდე ამით შემიძლია ამოვიცნო ადამიანი, თავისი ნათელი თუ ბნელი კუთხეებით. მოკლედ ყოველთვის მინდოდა რაიმე ისეთი საუშაო მეპოვა, სადაც ჩემს საქმეს გავაკეთებდი, არავინ შემაწუხებდა და ხელფასსაც დროულად ავიღებდი. თუნდაც ეს სამუშაო მღებაობა ან ჭურჭლის მრეცხაობა ყოფილიყო, მაღალ ეშელონებზე ასვლა არასდროს მდომებია..  და  დღემდე იმ აზრზე ვრჩები რომ  ამისთვის ხანმოკლე ცხოვრების გალევა დიდი სისულელეა.
 ჩემს ჩვეულებას რაც შეეხება იმას გეტყვით რომ იყო დრო მე მისით ვცხოვრობდი. ქალაქი სადაც  ცხოვრების პირველი, ჩემს მიერ ადრეულ პაციპისტურად მონათლული ეტაპი გავატარე, ზღვის პირას მდებარეობდა რის გამოც ზაფხულობით ტურისტები, პირადათ ჩემთვის ყელში ამოსვლამდე ბევრი ჩამოდიოდნენ. ამ დროს ადგილობრივები ქალაქგარეთ მიდიოდნენ და მათ იქ ნაკლებად შეხვდებოდით. მე კი სამწუხაროდ მსგსვსი ადგილი არ მქონდა ამიტომ საყვარელ ქალაქს ისეთს ვიღებდი როგორიც იყო. ძალიან კი მიყვარდა, მაგრამ დამერწმუნეთ ჩემნაირებს, ანუ პატარა ახალგამომცხვარ ქალაქის, მოქალაქეებს ნამდვილად არ სიამოვნებთ ხალხით, და მით უმეტეს უცხოელებით გადაჭედილ ქუჩებში სიარული.ეს სულ სხვა რამაა მაგრამ გამოგიტყდებით, ერთგვარი მესაკუთრე გახლავართ, არ მიყვარს ჩემს პირადს სხვა რომ ეხება.  ხოდა კიდევ შორს რომ არ წავიდეთ კაფეზე მოგითხრობთ რომელიც ჩემი ქალაქის ჩემს უსაყვარლეს კუთხეში მდებარეობდა, ნუ შეიძლება ახლაც მდებარეობს, ადგილი სადაც მე საკუთარ თავს ისეთს ვგრძნობდი როგორიც ვარ. არ მიყვარდა იქ ვინმე რომ მიმყვებოდა.. ნუ იშვიათად ხდებოდა ასე მაგრამ მაინც.  ჩემს კაფეში მარტო მივიდოდი, მიმტანებმა და ბარმანმა ყოველთვის იცოდნენ რომ თურქულ ყავას მოვითხოვდი და მენიუ აღარ მოჰქონდათ, ვინმე ახალი თუ იქნებოდა ისიც მალე ეჩვეოდა ამას. ყოველთვის ორ ადგილიან მაგიდასთან                                          ვჯდებოდი, არ მინდოდა ბევრი ადგილი წამერთმია იქაურობისთვის.. ძალიან მიყვარდა როცა მაგიდა ფანჯარასთან ცარიელი იყო, სულ იქ ვიჯექი, ასე ზამთრობით უფრო ხშირად ხდებოდა, რადგან როგორც წინ ვთქვი ზაფხულში ბუმი იყო! მოკლედ ყავა მოჰქონდათ, როგორც ყოველთვის კარგი მუსიკა ჟღერდა, მე კი ამოვალაგებდი ჩემს წიგნებს, რვეულებს ფურცლებს, პასტას, და მივეცემოდი ღრმა ლიტერატურას. ეს პროცესი ნარკოტიკისებრ სიამოვნებას მგვრიდა. საათობით შემეძლო ასე ჯდომა.. ამ დროს საკუთარ თავს ადამიანად ვგრძნობდი, რადგან შემეძლო კაფეში მარტოს ყავა დამელია და ჩემი საყვარელი ავტორები მეკითხა, ან რაიმე დამეწერა
. მახსოვს იქ ერთი მიმტანი მუშაობდა.. სახელი აღარ მახსენდება.. ვსაუბრობდით ხოლმე ლიტერატურაზე.. თუმცა ეს ხანმოკლე აღმოჩნდა მან მალე დატოვა იქაურობა.., მე კი ვერ ვძლებდი ჩემი მკაფეს გარეშე კვირაში რამდენჯერმე თუ არა ერთხელ მაინც მივდიოდი, ნაცნობ სახეებს ვესალმებოდი, ეს ჩემი ტრადიცია იყო!  რომელიც ქალაქთან ერთად დავტოვე..
ძალიან მიჭირდა და გადავწყვიტე აქ ჩემს ახალ ქალაქშიც მომეძებნა მსგავსი ადგილი და ტრადიცია აღმედგინა, ან უფრო სწორად ბედნიერება.. ერთი კვირის მანძილზე ქალაქის თითქმის ყველა კაფე შემოვიარე, თუმცა ვერსად შევძელი გამემეორებინა ჩემი რიტუალი..
 და მე გამოსავალი ვიპოვე.. ჩემი სევდა, გამოწვეული უტრადიციობით-ტრადიციად ვაქციე. ახლა  ყოველ ოთხშაბათს და შაბათს იმ ქუჩას ჩავუვლი სადაც ყველაზე მეტი კაფეა.. არცერთში არ შევდივარ.. გარედან ვუყურებ და ჩემს ნაღველთან ერთად  მივაბიჯებ სევდის ქუჩებზე...
მარიამ მუთიძე
2012 წლის 25 08
20:37  

No comments:

Post a Comment